სოლოლაკში, იაშვილის ქუჩის ნომერ 16-ში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა „სამოქალაქო მოძრაობიდან“, ლევან იოსელიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ადგილზე, სადაც საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა, 25 ოჯახი ცხოვრობს. კონკრეტულად კი იმ ბინის მესაკუთრე, რომლის კედელიც ჩამოინგრა, შემთხვევის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კატეგორია: შემთხვევა
ვარკეთილში 4 უცხოელი ბავშვი მხუთავი აირით მოიწამლა
თბილისში ოთხი არასრულწლოვანი მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. აირმა, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებლიდან გაჟონა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, შესაბამისი ექსპერტიზა დანიშნულია, რის შემდგომაც დაზუსტდება, რამ გამოიწვია ბავშვების აირით მოწამვლა. ამ ეტაპზე ოთხივე არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, […]
რუსთავში სუძუკი ტოიოტას დაეჯახა – დედა-შვილი დაშავდა
რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა. ავარია მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალთან მოხდა. ერთმანეთს სუძუკის და ტოიოტას მარკის ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად სუძუკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოოში გადაიყვანეს. როგორც ინფო რუსთავს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის […]
სოხუმში მე-2 საშუალო სკოლა დაიწვა – ვიდეო
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში მე-2 საშუალო სკოლაში დღეს დილით ხანძარი გაჩნდა, მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა როგორც დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების უწყება იტყობინება, ცეცხლმა სახურავის კონსტრუქცია დააზიანა და არსებობს მისი ჩამონგრევის საფრთხე. მთლიანობაში ხანძარი 1500 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ნიუპოსტი
ბათუმში 13 წლის გოგოს ეძებენ
ბათუმში 13 წლის გოგოს ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში ოჯახის წევრების მხრიდან შეტყობინება 1 მაისს შევიდა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 13 წლის მოსწავლე 1 მაისს სკოლაში არ ყოფილა, იგი არდადეგების შემდეგ სკოლაში არ გამოცხადებულა. სამართალდამცავები სამძებრო სამუშაოებს შეტყობინების შესვლისთანავე აწარმოებენ.
აღმაშენებლის ხეივანში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 4 წლის ბავშვი დაშავდა
თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი დაშავდა. ავარია დღის ბოლოს აღმაშენებლის ხეივანში მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო სულ სამმა ადამიანმა – ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვინ იყო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე – გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
რუსთავთან 2 ბმვ დაეჯახა ერთმანეთს – 1 ხევში გადავარდა – ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე. ერთმანეთს “ბეემვეს” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 42 წლამდე ქალი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა ” რუსთავში ” გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ინფორუსთავი
ქუთაისში 2 დას მანქანა დაეჯახა
ორთაჭალაში ავარიაში მორაგბე გიორგი რეხვიაშვილი დაიღუპა
გუშინ საღამოს, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათი ცნობით, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში. დაშავებულია ორი ადამიანი. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი მორაგბე გიორგი რეხვიაშვილია. […]
აღაიანთან ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა – რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ლესელიძე-სენაკი-თბილისის ავტომაგისტრალის აღაიანის მონაკვეთზე ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს დაახლოებით 20 სთ-ზე მოხდა. სააღდგომო დღესასწაულების გამო მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა გადატვირთულია. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ქართლი










