აღმაშენებლის ხეივანში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 4 წლის ბავშვი დაშავდა

აღმაშენებლის ხეივანში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 4 წლის ბავშვი დაშავდათბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი დაშავდა.
ავარია დღის ბოლოს აღმაშენებლის ხეივანში მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.
სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო სულ სამმა ადამიანმა – ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების თქმით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვინ იყო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე – გამოძიებამ უნდა დაადგინოს.