კატეგორია: შემთხვევა

ავარია ქარელთან – რამდენიმე ადამიანი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილს სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე გაუწიეს ამბულატორიული დახმარება, ერთ-ერთი დაშავებული კი, ბელარუსის მოქალაქე, ორსული ქალი გორში, კლინიკა ,,გორმედში” გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს უტარდება ყველა საჭირო კვლევა, ამ ეტაპზე, ორსულის და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. იპნ

 ათენში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13- კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით. ბერძნული მედია კი დაკავებულთა ფოტოებს და დანაშაულის დეტალებზე წერს. შავი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი 13-კაციან დაჯგუფებასთან ერთად ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 10 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბერძენმა სამართალდამცველებმა ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და ავტომობილები ამოიღეს. […]

ბათუმში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა აეროპორტის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ადგილზე მისულ დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

“ნინო სახლში მიდიოდა, მაგრამ შვილებთან ვერ მიაღწია”

2 ივლისს ღამე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი, 41 წლის ნინო ნანუაშვილია. ნანუაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის მკვიდრია. „არსად მუშაობდა, დიასახლისი იყო. საუკეთესო ადამიანი, მეგობარი და დედა. ორ შვილს ზრდიდა. ვერ წარმოგვიდგენია მის გარეშე. თავზარი დაგვცა ამ ტრაგედიამ. ადამიანი სახლში მოდიოდა და შვილებთან ვეღარ მოაღწია. ისე უყვარდა სიცოცხლე, წარმოუდგენელია, რომ აღარ იქნება”,- […]

ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა – რადიკალების აქციაზე კაცმა თავის დაწვა სცადა

მოძალადე ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. კაცმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში, წყალში ჩავიდა. გამოძახებულია სასწრაფო დახმარება. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ ალტ-ინფოს წევრები და მხარდამჭერები, მათ შორის, სასულიერო პირები. გადაიკეტა სამანქანო გზა. ტვ. პირველი

ავარია რიკოთზე – ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა

რიკოთზე ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა, რამაც მრავალკილომეტრიანი საცობი გამოიწვია. შემთხვევა შოროპანთან მოხდა. შეჯახების შედეგად ორი მძღოლი დაშავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) დაიწყო.

დიდ დიღომში ცოლ-ქმრი ბუნებრივი აირის გაჟონვას ემსხვერპლა

ბუნებრივი აირის გაჟონვას დიდ დიღომში 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. შემთხვევა იოანე პეტრიწის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილი ცოლ-ქმარი გაზის აღმრიცხველმა აბაზანაში აღმოაჩინა. პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზად არასწორად დამონტაჟებულ წყლის გამათბობელი სახელდება. ცხედრები უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გლდანის შაურმით ნატო ბალიაშვილი დაიღუპა

ცოტახნის წინ მედიაში საზარელი ინფორმაცია გავრცელდა. არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა ქალმა შაურმა ჭამა, რის შემდეგაც 1 საათში ცუდად გახდა. კლინიკაში ახალგაზრდა ქალი როგორც მედიაში იწერებოდა 2 დღის შემდეგ გადაიყვანეს, თუმცა ქალს სისხლი უკვე მოწამლული ჰქონდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. როგორც გარდაცვლილის დეიდაშვილი წერს ქალი გლდანის შაურმით მოიწამლა. დაღუპული ახალგაზრდა ქალი 34 წლის ნატო ბალიაშვილია. […]

28 წლის მარიამის გარდაცვალებამ მთელი ოზურგეთი შეძრა

დიდი ტრაგედია დატრიალდა ოზურგეთში. ახალგაზრდა, 28 წლის გოგონა ტრაგიკულად გარდაიცვალა. მარიამის ახლობლები 21 დღის განმავლობაში ელოდებოდნენ სასწაულს, რადგან ექიმებისგან არანაირი საიმედო პროგნოზი არ ისმოდა. მარიამ ბალავინოვი, რომელსაც სავარაუდოდ თავში ანევრიზმა გაუსკდა, ქუთაისში 21 დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს ექიმებმა. გოგონა ოზურგეთში ცხოვრობდა, მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ალექსანდრე დარჩა. ”ბავშვი […]

ფშავში ღვარცოფში ტურისტის ცხედარი იპოვეს

ფშავში, ღვარცოფში მოყოლილი ტურისტის ცხედარი ოპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდინარეში გადავარდნა და გაუჩინარება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. პროცესში […]