ბათუმში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლაბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა აეროპორტის დასახლებაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ადგილზე მისულ დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.