კატეგორია: შემთხვევა

სურამთან მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით, სურამის კვანძთან, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ლითონის ზღუდარს გადაახტა, გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 3 მგზავრი, მათ შორის, ერთი ბავშვია. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პრაიმ ტაიმი

მარნეულში აივანი ჩამოინგრა – 1 ადამიანი დაიღუპა

მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა – შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ არის დაშავებული ორსული ქალი. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მთავარი

ფონიჭალაში ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მძიმე ავარია კახეთში – 9 ტურისტი დაშავდა

11 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში. შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. დაშავებულებს შორის, 9 უცხოელი ტურისტი, 1 მძღოლი და 1 გიდია. თერთმეტივე პირი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, მოქალაქეებს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვთ მიღებული. სპეციალისტების ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მედიკოსები […]

ბათუმში, 8 წლის ბავშვს მოპედი დაეჯახა

ბათუმში 8 წლის ბავშვს მოპედი დაეჯახა. დაშავებული მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც შსს-ში აცხადებენ,  ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

წნორში არხში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში, სანიაღვრე არხში, 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 9 წლის ბიჭი საცხოვრებელ სახლთან მდებარე სუპერმარკეტში მიდიოდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. ძებნის შემდეგ ბავშვის კვალს სანიაღვრე არხში მიაკვლიეს, რომელიც დასახლებულ უბანში მდებარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბათუმში ტაბიძეზე მანქანა 2 ბავშვს დაეჯახა – 1 დაიღუპა

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორ არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა – არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი 7 წლისაა მეორე კი მასზე პატარა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. ამ დროისთვის უცნობია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. [ფოტო და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა] მთავარი

ხულოში, ამწედან მანქანა ჩამოვარდა და 25 წლის ბიჭს დაეცა

 TV25.GE-ის ცნობით, 25 წლის ბიჭი ავტომობილის შეკეთების დროს დაშავდა. ახალგაზრდას ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა. ადგილობრივი ბათუმში, კლინიკა BMC-ში მოათავსეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

“თამუნა ექიმი რეანიმაციაშია” – ქალს ხობში მანქანა დაეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ქვეით ქალს ავტომობილი მის საცხოვრებელ სახლთან დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თ.ჯ. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა. „ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმები კი იბრძვიან კოლეგის სიცოცხლის გადასარჩენად”, – ამბობს ოჯახის ახლობელი. „გული და სული მეწვის ღმერთო, ეს […]

ქუთაისში მანქანა დაიწვა

ქუთაისში ავტომობილი დაიწვა – ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სახანძრო სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ დროისთვის ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.