კატეგორია: შემთხვევა

25 წლის გიგი გეგეჭკორს ისევ ეძებენ

ოჯახის წევრები და სამართალდამცველები უკვე მეოთხე დღეა 25 წლის გიგი გეგეჭკორს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, გიგი გეგეჭკორი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში იმყოფებოდა. 9 მარტს, დაახლოებით ღამის 10 საათზე მან გამვლელი ავტომანქანა გააჩერა და სავარაუდოდ, გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით წავიდა. როგორ „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები. გამოკითხულები არიან გიგი გეგეჭკორის მეგობრები, რომლებიც 9 მარტის საღამოს […]

ფოთში 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა – ბავშვი თბილისში გადაიყვანეს

9 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო, ფოთის საავადმყოფოდან თბილისში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მოზარდს სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობითი დაზიანება აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა იყო მძიმე. „112-ის ბრიგადამ შემოიყვანა 9 წლის მოზარდი, საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში. აღენიშნებოდა შოკი, სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობითი დაზიანება, სხეულის […]

ნასვამი გიგი გეგეჭკორი 2 დღის წინ გუდაურში წავიდა და დაიკარგა

25 წლის გიგი გეგეჭკორს უკვე ორი დღეა ეძებენ, ამის შესახებ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი მეგობარი ლევან გოგატიშვილი ავრცელებს. ახლობლების ცნობით, გიგი არაფხიზელ მდგომარეობაში 9 მარტს, საღამოს, წითელსოფლიდან სავარაუდოდ, გუდაურის მიმართულებით წავიდა. მომხდართან დაკავშირებით გამოიკითხნენ მეგობრები, რომლებიც აგარაკზე შაბათ საღამოს გეგეჭკორთან ერთად იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რეზონანსი

თემქაზე 2 ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა – არიან დაშავებულები

რამდენიმე წუთის წინ თბილისში, თემქაზე ორი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა. არიან დაშავებულები. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია იმყოფება. სხვა დეტალები ამ წუთებში ზუსტდება. რეზონანსი

ფულის გამოძალვა ჯარში და სერჟანტების წინ სასტიკად ნაცემი წვევამდელი – თავდაცვის სამინისტრო სკანდალში ეხვევა

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. ჯარისკაცი ირმეუნება, რომ მას სერჟანტების თანდასწრებით ფულს სძალავდნენ. მას შემდეგ კი რაც თანხის მიცემაზე უარი განაცხადა, მას სასტიკად გაუსწორდნენ. მეტიც ახალგაზრდა ამბობს, რომ მისთვის 2 დღის განმავლობაში სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ.ახალგაზრდა მშობლებმა კრწანისის სასწავლო ცემტრიდან დღეს სახლში გადაიყვანეს. დაშავებული აცხადებს, რომ ჯარისკაცებისთვის ფულის გამოძალვა ჩვეული პრაქტიკაა. 19 წლის ქაზიმ […]

რუსთავში ოპელი 6 წლის ბავშვს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით გზაზე დედა და 6 წლის ბავშვი გადადიოდნენ, როდესაც ბავშვს “ოპელი”-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში “ინფო რუსთავს განუცხადეს რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ხანძარი პრობაციის ეროვნული სააგენტოში – არავის დაშავებულა

9 მარტს საღამოს ყაზბეგის გამზირზე ორი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ცეცხლი პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მეხუთე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა. ოთახში ამ დროს არავინ იმყოფებოდა. ცეცხლი არ გავრცელებულა და ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი კონდიციონერიდან გაჩნდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსთავი 2

რუსთავის მიკროავტობუსში მგზავრმა გონება დაკარგა და გაშავდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსში 40 წლამდე მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. გონწასული მამაკაცი გზაზე, ბორდიურზე დასვეს და ეცადნენ მის გონზე მოყვანას თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. თვითმხილველები “ინფო რუსთავთან” აცხადებდნენ, რომ მამაკაცს სავარაუდოდ ნარკოტიკური ნივთიერება ჰქონდა მიღებული, დიდი დოზის გამო გონება დაკარგა და გაშავდა. ტერიტორიაზე სასწრაფო […]

ვაკეში მანქანა გაჩერებაზე შევარდა – დაშავდა 1 ქალი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავარია მოხდა.  ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ზუსტად იმ ადგილას მოხდა, სადაც 2019 წლის იანვარში სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს დაეჯახა. მაშინ 1 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა ადგილზე იმყოფება, სადაც ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. […]

გლდანში გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს ექიმს გარდაცვლილი საკუთარი ძმა, ლევან ბუთხუზი, დახვდა

“პალიტრავიდეოს” ინფორმაციით, გუშინ გლდანში მომხდარ უბედური შემთხვევის ადგილზე მი­სუ­ლი სას­წრა­ფოს ექი­მის გარდაცვლილი ძმა დახვდა. უბედური შემთხვევა გლდანში მესამე მიკრორაიონში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი პირი. გარდაცვლილი 33 წლის ლე­ვან ბუ­თხუ­ზია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა […]