კატეგორია: შემთხვევა

“მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ” – წყნეთში ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა – დაშავდა 7 ადამიანი

"მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ" - წყნეთში ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა - დაშავდა 7 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში – მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მანქანა მუხრუჭის დაზიანების გამო დაგორდა. „გავაჩერე, ჩამომსვლელები ჩამოვიდნენ. ამასობაში მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ, სიჩქარეში ვეღარ ჩავაგდე. ვიმარჯვე და იქ ხეებმა დაიჭირა. იყო შემოწმებული, მაგრამ ადამიანს […]

თბილისში 15-16 წლის მოზარდი მაღალსართულიანი შენობიდან გადმოვარდა

კახეთის გზატკეცილზე მანქანა ამოტრიალდა - მისი მძღოლი დაიღუპა

უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა – თბილისში 15-16 წლის მოზარდი ერთ-ერთი მაღალსართულიანი შენობიდან გადმოვარდა. ერთ-ერთი ვერსიით ის გადმოხტა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი ახალგაზრდას არ იცნობენ და ბიჭი იქ არ ცხოვრობდა. მოზარდი სავარაუდოდ ღია ტიპის სადარბაზოდან გადმოვარდა. შემთხვევიდან საათნახევრის განმავლობაში ცხედარი ადგილზე რჩებოდა, რის შემდეგაც ის ექსპერტიზაზე გადაასვენეს. რუსთავი 2

ავტოავარია თბილისში – დაიღუპა ორი ადამიანი

ავტოავარია თბილისში - დაიღუპა ორი ადამიანი

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გორში ბაღების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გაზის ნამწვის დაგროვების საშიშროება მაღალია

გორში ბაღების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გაზის ნამწვის დაგროვების საშიშროება მაღალია

გორის 13 საბავშვო ბაღში გამაცხელებბლები ე.წ კალონკები შეიცვლება. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც სააღმზრდელო დაწესებულებების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საბავშვო ბაღებში გაზის ნამწვის დაგროვების საშიშროება არსებობს. შენობებში შიდა წვის მქონე მოძველებული წყლის გამაცხელებლებია, რომლებსაც შესაბამისი სტანდარტების მქონე ტექნიკით, რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაანაცვლებენ. “შემოწმება პარასკევს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა,აღმოჩნდა რომ გორში არსებული 18 ბაღიდან 13 ში გაზის ნამწვის დაგროვების საფრთხე მაღალია,ამიტომ მივიღეთ […]

ხანძარი წალენჯიხაში – დაიღუპა 95 წლის კაცი

სამტრედიის ქუჩაზე ხანძარში 90 წლის ქალი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ხანძარს 95 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა მურღულიამ განუცხადა, ადგილზე მისულ მეხანძრეებს სახლი უკვე დამწვარი, მამაკაცი კი გარდაცვლილი დახვდათ. ხანძრის შედეგად ხის სახლი მთლიანად დაიწვა.

გოგონამ ტურისტს ჩანთა წაართვა, ავტობუსს გადაურბინა და მანქანა დაეჯახა – რა მოხდა პუშკინზე

გოგონამ ტურისტს ჩანთა წაართვა, ავტობუსს გადაურბინა და მანქანა დაეჯახა - რა მოხდა პუშკინზე

12 წლის გოგონას, რომელიც რამდენიმე საათის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება. ექიმების ინფორმაციით ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. „მოყვანილი არის 12 წლის გოგო. მათი გადმოცემით არის ქუჩის შემთხვევა. სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევა. ბავშვს მიღებული აქვს პოლიტრავმა ამის შედეგად. თავზე აქვს  კეფის მიდამოში კანქვეშა გემატომა. თითონ სხეულზე რაიმე ისეთი […]

თბილისში მანქანამ ქვეითი გაიტანა – შუახნის მამაკაცი დაიღუპა

თბილისში მანქანამ ქვეითი გაიტანა - შუახნის მამაკაცი დაიღუპა

7 თებერვალს საღამოს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის კაცი გარდაცვლილი დახვდა. მძღოლი პოლიციას ჩაჰბარდა. მისი თქმით, ქვეითად მოსიარულე ტროტუარიდან გზაზე ჩავიდა, მან კი საჭე ვერ დაიმორჩილა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ბრიგადის 5 ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ბაკურიანში მანქანა 2 ქვეითს დაეჯახა – დაშავებული ქალის მდგომარეობა ძალიან მძიმეა

ქობულეთში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა

ბაკურიანში ავტომობილის დაჯახების შედეგად დაშავებული 2 ქვეითად მოსიარულე მოქალაქიდან ერთ-ერთი – 30 წლის ქალი გორში, კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს. “გორმედის“ ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. „პაციენტი შემოსულია შემდეგი დაზიანებებით: ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სისხლჩაქცევა მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქელში, მკერდის დახურული […]

ღორის გრიპით ბათუმში 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ღორის გრიპით ბათუმში 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში H1N1 ვირუსის შედეგად 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი მაღალი რისკის პაციენტი იყო, რადგან ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა

ვარკეთილში სატვირთო მანქანა ამობრუნდა

ვარკეთილში სატვირთო მანქანა ამობრუნდა

ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანა ამობრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხოდ მობრუნება, რამაც სატრანსპორტო საშუალების ამობრუნება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. ნიუპოსტი