კატეგორია: შემთხვევა

ბაკურიანში მანქანა 2 ქვეითს დაეჯახა – დაშავებული ქალის მდგომარეობა ძალიან მძიმეა

ბაკურიანში ავტომობილის დაჯახების შედეგად დაშავებული 2 ქვეითად მოსიარულე მოქალაქიდან ერთ-ერთი – 30 წლის ქალი გორში, კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს. “გორმედის“ ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. „პაციენტი შემოსულია შემდეგი დაზიანებებით: ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სისხლჩაქცევა მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქელში, მკერდის დახურული […]

ღორის გრიპით ბათუმში 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში H1N1 ვირუსის შედეგად 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი მაღალი რისკის პაციენტი იყო, რადგან ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა

ვარკეთილში სატვირთო მანქანა ამობრუნდა

ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანა ამობრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხოდ მობრუნება, რამაც სატრანსპორტო საშუალების ამობრუნება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. ნიუპოსტი

თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსი სენაკთან ხეს შეეჯახა – 17 ადამიანი დაშავდა

სენაკის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა. შემთხვის შედეგად დაშავდა 17 ადამიანი, რომელთა უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა თუმცა 3 პირი ამ დრომდე ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის […]

ბარნოვზე დაიტბორა სახლები, მაღაზიები, სალონები და მანქანები – მაგისტრალური წყალსადენი მილი გასკდა

ბარნოვის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენი მილი გასკდა, საიდანაც მთაწმინდის რაიონი წყლით მარაგდება. შედეგად დაიტბორა ქუჩაზე მდებარე სახლების პირველი სართულები, მაღაზიები, დაზიანებულია მანქანები. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ბარნოვის ქუჩა გადაკეტილია და ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სპეცტექნიკა. კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის (GWP)” განცხადებით, სპეციალისტები ადგილზე შეუჩერებლად იმუშავებენ და წყლის მიწოდება ხვალ გამთენიისას აღდგება. რაც შეეხება ზარალს, GWP-ში აცხადებენ, […]

ნუცუბიძის პლატოზე 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვნეს

80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვნეს. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, შემთხვევა ნუცუბიძის ფერდობზე, კერძოდ მეორე პლატოზე მოხდა. მოხუცებული ქალბატონი საკუთარ სახლში მისმა შვილებმა  და მეზობლებმა გარდაცვალებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს. ირკვევა, რომ მოხუცებული მარტო ცხოვრობდა. მისი ბინიდან კი რამდენიმე დღის განმავლობაში უცნაური სუნი გამოდიოდა. მოგვიანებით, სუნი იმდენად მძაფრი იყო, რომ მეზობლები მოხუცებულის შვილებს დაუკავშირდნენ და საეჭვო გარემოების შესახებ აცნობეს. ამავდროულად, გამოიძახეს სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ბინის კარის შემტვრევის შემდეგ 80 წლამდე ქალი მიცვალებული აღმოაჩინეს. ის თითქმის 14 დღის გარდაცვლილი იყო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვინ არიან გორთან ავარიის შედეგად დაღუპული თორნიკე გიგუაშვილი, გიორგი მერებაშვილი და დავით ცოტნიაშვილი

2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც გო­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ქიწ­ნის­თან მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი 18 წლი­საა. სო­ფელ ქიწ­ნის­თან გუ­შინ “ოპე­ლის” მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა ვაშ­ლით დატ­ვირ­თულ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა. ავა­რი­ის შე­დე­გად ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 19 და 23 წლის ორი მა­მა­კა­ცი. ავა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა გო­რის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ ტყვი­ა­ვის მკვიდ­რი იყო. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან თორ­ნი­კე გი­გუ­აშ­ვი­ლი […]

თემქაზე CO-თი ოჯახის 6 წევრი მოიწამლა – მათ შორის 2 ბავშვია

თემქის მე-3 მიკრორაიონში CO-თი ოჯახის 6 წევრი მოიწამლა, მათ შორის 2 ბავშვია. როგორც “პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, ორი ბავშვი იაშვილის საავადმყოფოში გადაიყვანა სასწრაფო დახმარებამ, დარჩენი ოჯახის წევრები მეხუთე საავადმყოფოში. ადგილზე სასწრაფო ბრიგადასთან ერთად საპატრულო პოლიციაც გამოცხადდა. წინასწარი ინფორმაციით ნამწვის დაგროვდბა “კარმას” ტიპის გამათბობელიდან მოხდა. მეხუთე საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება […]

ბათუმში 23 წლის სტუდენტი ქეთევან ბერიძე გარდაიცვალა

ბათუმში, 23 წლის სტუდენტი ქეთევან ბერიძე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ გამოძახებულ ბრიგადას ახალგაზრდა გოგონა უკვე გარდაცვლილი დახვდა. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდარის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ოფიციალურ გვერდზე წერილი გამოქვეყნდა სადაც ვკითხულობთ: “ბათუმის შოთა […]

გორთან სატვირთო მსუბუქ მანქანას დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ,,დიანიუსის” ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს მსუბუქი მანქანა შეეჯახა, რასაც 23 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია კიდევ ერთი ახალგაზრდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში” გადაიყვანა. დეტალებს ,,დიანიუსი” ამ წუთებში არკვევს.