ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი კომპანია ადგილზე სარეკლამო ბანერს ამონტაჟებდა, ქუჩაში მიმავალმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა კი ამწე ვერ შენიშნა და დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სატვირთო მანქანის და ამწეს მძღოლებს კი პოლიცია დაკითხავს. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. რუსთავი 2
კატეგორია: შემთხვევა
წყალტუბოში საშაურმე აფეთქდა
ლილოს ბაზრობასთან მანქანამ 61 წლის ქალი გაიტანა – ქალი ადგილზე დაიღუპა
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ლილოს ბაზრობასთან ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 61 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თბილისში მიწა ჩავარდა და სატვირთო მანქანა ჩაიყოლა
ნიკოლოზ ჯოჯუამ გოგონა მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა – “მისი არც სახელი ვიცი და არც ასაკი”
ეს ახალგაზრდა 31 წლის ნიკოლოზ ჯოჯუაა. 22 იანვარს მან რესტორან “კრწანისთან” მტკვარში დახრჩობას ახალგაზრდა გოგონა გადაარჩინა. ნიკა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომელია. 22 იანვრის დილას თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა მისამართზე გამოძახებებზე დადიოდა. ერთ-ერთი ობიექტის შემოწმების შემდეგ ნიკოლოზი და მისი ჯგუფი მომდევნო მისამართზე მიდიოდა. როდესაც ორთაჭალაში, რესტორან “კრწანისთან” მტკვარში ადამიანი შეამჩნია, რომელიც ხელებს იქნევდა და შველას ითხოვდა. „მანქანა გავაჩერეთ და იმ ბიჭთან მივირბინე. […]
ხაშურთან სატვირთო მანქანა რკინიგზის ხიდს დაეჯახა
ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა. „დღეს საღამოს, ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები“, – აცხადებენ […]
“ყავამ გაზი ჩააქრო და გაზმა გაჟონვა დაიწყო”
„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ მორიგი საფრთხე აღკვეთა, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე ყაზბეგის 47-ბ კორპუსიდან შევიდა შეტყობინება გაზის გაჟონვის შესახებ. სპეციალისტები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ, მაგრამ ბინა, რომელშიც მოხუცი ქალი იყო და ადგომას ვერ ახერხებდა, გარედან დახვდათ დაკეტილი. მომვლელი ქალის მოსვლის შემდეგ სპეციალისტები ბინაში შევიდნენ, სადაც ასეთი სურათი დახვდათ: […]
წინანდალში მანქანა ბოძს შეეჯახა – 2 კაცი მძიმედ დაშავდა
წუხელ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი კაცის მდგომარეობა მძიმეა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. გამოძიება 276- ე მუხლის პირველი […]
ბათუმის ერთ-ერთ ბაღში 4 წლის ბავშვმა სადენზიფექციო ხსნარი დალია
ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ოთხი წლის გოგონამ სადენზიფექციო ხსნარი დალია. შემტხვევის შემდეგ, ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. ბავშვის მდგომარეობა რთული იყო, ახლა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბავშვს დამწვარი ჰქონა პირის ღრუ და იგი საკვებს ვერ იღებდა. შემთხვევა 21 იანვარს მოხდა. მომხდარზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს.
თბილისში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა
თბილისში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მცირეწლოვანი სახლში გარდაიცვალა, თუმცა რა ვითარებაში, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.









