პეკინის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში აფეთქდა. მათივე განმარტებით, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა ჯერჯერობით ადგილზე რჩება. ბინა, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, გაქირავებული […]
კატეგორია: შემთხვევა
“სტიქაროსანი ბიჭი იყო, ეკლესიური, კარგი ოჯახის შვილი. გაზმა გაგუდაო” – ვინ იყო ქეთევან წამებულზე დაღუპული 19 წლის ლაშა კობახიძე
ქეთევან წამებულის ქუჩაზე, წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი შვიდივე ადამიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გარდაცვლილთაგან ორი, მამა-შვილია. ქეთევან წამებულის 67 ნომერში ნაპოვნი 7 მამაკაციდან ყველაზე პატარა 19 წლისაა, რომელიც ქუთაისიდან თბილისში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. როგორც ლაშა კობახიძის ახლობლები აცხადებენ, შემთხვევას გადაურჩა ლაშას ძმა, რომელიც სხვაგან იმყოფებოდა. “სკოლა ახლახანს დაამთავრა, სტიქაროსანი ბიჭი იყო, ეკლესიური, კარგი […]
თბილისში, პეკინის გამზირზე, გაზი აფეთქდა
“მამა-შვილი და ძმები არიან დაღუპულები…” – ვინ არიან ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილები
უბედური შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე – ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 7 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. დაღუპულები იმავე ქუჩაზე მდებარე “ლიბერთი ბანკში” მუშებად მუშაობდნენ. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილებს შორის არიან ძმები და მამა-შვილი. ისინი ბინაში ქირით ცხოვრობდნენ. შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რომელიც უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პრიმა მუხლით, […]
“კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობლის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა” – “ყაზტრანსგაზი”
კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გაცნობებთ, რომ ქეთევან წამებულის ქუჩის #67-ში ნაპოვნია გარდაცვლილი. “წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის […]
თბილისში გაზის გაჟონვით 7 ადამიანი გარდაიცვალა – საშინელი ტრაგედია ქეთევან წამებულის 67 ნომერში
ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს შსს-ში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო. “კურიერის” ინფორმაციით, ბინაში ღია ტიპის წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული.
გორში ქვეითს მანქანა დაეჯახა
გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ქვეითად მოძრავ 33 წლის მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. “ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, დაშავებული მამაკაცი „გორმედში“ გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაშია მოთავსებული. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ნიუპოსტი
უბედური შემთხვევა მესტიაში – რესტორანში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა
მესტიის სოფელ ბარჯასთან, ერთ-ერთ რესტორანში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, გარდაცვლილი ზუგდიდის რაიონ სოფელ ზედა ეწერის მკვიდრია და მესტიიდან ხის მასალა მოჰქონდა. ერთ-ერთ რესტორანში, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და სასმელის ზედოზირებით გულის შეტევა დაემართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
რიონში ჩავარდნილ 16 წლის მოზარდს აქამდე ეძებენ
თითქმის 6 საათია, რაც მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის პოვნას 20-მდე მაშველი ცდილობს. როგორც “პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარე რიონში მიმდინარე სამძებრო სამაუშაოებში დამატებითი ძალები აჭარიდანაც ჩაერთვნენ. შეგახსენებეთ, რომ ფოთში, აღმაშენებლის ხიდიდან, მდინარე რიონში 16 წლის ბიჭი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მოაჯირზე იყო ასული, მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და წყალში ჩავარდა.
მტკვარში მამაკაცი გადახტა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს. “მიმდინარე წლის 28 იანვარს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხიდიდან მდინარე მტკვარში მამაკაცი გადახტა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პატრულ-ინსპექტორებმა, სწრაფი რეაგირების შედეგად, წყალში მყოფი მოქალაქე ამოიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს […]










