კატეგორია: შემთხვევა

წინანდალში მანქანა ბოძს შეეჯახა – 2 კაცი მძიმედ დაშავდა

წუხელ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი კაცის მდგომარეობა მძიმეა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. გამოძიება 276- ე მუხლის პირველი […]

ბათუმის ერთ-ერთ ბაღში 4 წლის ბავშვმა სადენზიფექციო ხსნარი დალია

ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ოთხი წლის გოგონამ სადენზიფექციო ხსნარი დალია. შემტხვევის შემდეგ, ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. ბავშვის მდგომარეობა რთული იყო, ახლა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბავშვს დამწვარი ჰქონა პირის ღრუ და იგი საკვებს ვერ იღებდა. შემთხვევა 21 იანვარს მოხდა. მომხდარზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს.

თბილისში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა

თბილისში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მცირეწლოვანი სახლში გარდაიცვალა, თუმცა რა ვითარებაში, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ვარკეთილში 2 მამაკაცის ცხედარი იპოვეს – “ძველებური გამათბობელი ჰქონდა და ალბათ ჩაქრა”

გაუმართავმა გაზგაყვანილობამ თბილისში კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, ვარკეთილში მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი ბინის მეპატრონე, 70 წლამდე მამაკაცია, ხოლო მეორე – მისი მეზობელი. “იყო მარტოხელა კაცი, მასთან მეზობელი იყო შესული. მეგობრები იყვნენ. ეტყობა, სვამდნენ. რომ არ მივიდა სახლში, დილით გამოიძახეს სამაშველო სამსახური. მოვიდნენ და დახვდათ ასეთი სურათი, […]

ბორჯომის ტყეში 21 წლის ყვიბისელი სულხან ლომიძის ცხედარი იპოვნეს

ბორჯომთან ახლოს, ტყეში, სოფელ ყვიბისში მცხოვრები 21 წლის სულხან ლომიძის ცხედარი იპოვნეს. ახლობლების ინფორმაციით, სულხანი ტყეში ცხენით იყო წასული. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ცხენიდან გადმოვარდა, დაცემისას გონება დაკარგა და ტყეში გაიყინა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და სწორედ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგინდება ლომიძის გარდაცვალების მიზეზი. ინტერპრესნიუსი

ბათუმში მაღაზიაში მანქანა შევარდა

ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სურსათის მაღაზიაში ავტომობილი შევარდა, მანამდე იგი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით მოათავსეს. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

რუსთავში, საცხოვრებელი ბინის მე-8 სართულზე, წყლის გამათბობელს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავში, 17-ე მიკრორაიონში, საცხოვრებელი ბინის მე-8 სართულზე, წყლის გამათბობელს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახურია მობილიზებული და “სოკარგაზ ჯორჯიას” წარმომადგენლები მუშაობენ. პირველადი ინფორმაციით გამათბობელი კუსტარულადაადამონტაჟებული, რაც აალების მიზეზი გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „რვასართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე დაიწვა ერთი ოთახი, 20 კვ.მ. მეხანძრე-მაშველების დროულად და ოპერატიული რეაგირების შედეგად გადარჩენილ იქნა საცხოვრებელი ბინის დაახლობით 40- 50 კვ.მ. და არ მოხდა ხანძრის გავრცელება 3 ბინაზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო […]

თბილისში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა – დამხმარე ნაგებობა დაიწვა.

კიდევ ერთი აფეთქება თბილისში – ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად წყლის გამაცხელებელი აფეთქდა გეთიას ქუჩაზე, რასაც ხანძარი მოჰყვა. მთლიანად დაიწვა დამხმარე ნაგებობა. აფეთქებას გადაურჩა თბილისში დილით კიდევ ერთი კორპუსი, ამ წუთებში „ყაზტრანსგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელს შეუწყვიტა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში ჟონავდა. პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქეების მტკიცებით, მათ ინტოქსიკაცია […]

იგოეთთან ერთმანეთს 20 მანქანა შეეჯახა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთის მონაკვეთზე ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, ამის მიზეზი გზაზე არსებული ლიპყინულია. მისი თქმით, გზა იმდენად მოყინულია, რომ მანქანებს უსაფრთხოდ გადაადგილება უჭირთ.