სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტომობილი 30 წლის ქალს დაეჯახა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დაშავებული თავდაპირველად წნორის „არქიმედეს კლინიკაში“ მოათავსეს, მოგვიანებით კი, თბილისში გადმოიყვანეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი
კატეგორია: შემთხვევა
საბერძნეთში მარინა საკანდელიძე დაიღუპა – მას მოტოციკლი დაეჯახა
კანადაში ქართველი ქალი თანამშრომელმა მოწამლა
ტორონტოში, კომპანია Hudson’s Bay-ის ქართველი თანამშრომელი მაცა ბელიშვილი მისმა თანამშრომელმა მოწამლა. ამის შესახებ ინფორმაცია კანადურმა ტელევიზიამ CTV News-მა გაავრცელა და მას ვტრცელი სიუჟეტიც მიუძღვნა. გამოძიების თანახმად, Hudson’s Bay-ს თანამშრომელი კონიკა იანგი ქართველ ქალს, რომელიც კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მიზანმიმართულად წამლავდა – მას სასმელი წყლის ბოთლში საყოფაცხოვრებო ქიმიას ურევდა, რამაც ბელიშვილის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა. […]
თბილისში სატვირთო მანქანა ამწეს დაეჯახა – 2 ადამიანი დაშავდა
ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი კომპანია ადგილზე სარეკლამო ბანერს ამონტაჟებდა, ქუჩაში მიმავალმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა კი ამწე ვერ შენიშნა და დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სატვირთო მანქანის და ამწეს მძღოლებს კი პოლიცია დაკითხავს. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. რუსთავი 2
წყალტუბოში საშაურმე აფეთქდა
ლილოს ბაზრობასთან მანქანამ 61 წლის ქალი გაიტანა – ქალი ადგილზე დაიღუპა
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ლილოს ბაზრობასთან ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 61 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თბილისში მიწა ჩავარდა და სატვირთო მანქანა ჩაიყოლა
ნიკოლოზ ჯოჯუამ გოგონა მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა – “მისი არც სახელი ვიცი და არც ასაკი”
ეს ახალგაზრდა 31 წლის ნიკოლოზ ჯოჯუაა. 22 იანვარს მან რესტორან “კრწანისთან” მტკვარში დახრჩობას ახალგაზრდა გოგონა გადაარჩინა. ნიკა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომელია. 22 იანვრის დილას თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა მისამართზე გამოძახებებზე დადიოდა. ერთ-ერთი ობიექტის შემოწმების შემდეგ ნიკოლოზი და მისი ჯგუფი მომდევნო მისამართზე მიდიოდა. როდესაც ორთაჭალაში, რესტორან “კრწანისთან” მტკვარში ადამიანი შეამჩნია, რომელიც ხელებს იქნევდა და შველას ითხოვდა. „მანქანა გავაჩერეთ და იმ ბიჭთან მივირბინე. […]
ხაშურთან სატვირთო მანქანა რკინიგზის ხიდს დაეჯახა
ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა. „დღეს საღამოს, ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები“, – აცხადებენ […]
“ყავამ გაზი ჩააქრო და გაზმა გაჟონვა დაიწყო”
„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ მორიგი საფრთხე აღკვეთა, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე ყაზბეგის 47-ბ კორპუსიდან შევიდა შეტყობინება გაზის გაჟონვის შესახებ. სპეციალისტები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ, მაგრამ ბინა, რომელშიც მოხუცი ქალი იყო და ადგომას ვერ ახერხებდა, გარედან დახვდათ დაკეტილი. მომვლელი ქალის მოსვლის შემდეგ სპეციალისტები ბინაში შევიდნენ, სადაც ასეთი სურათი დახვდათ: […]









