კატეგორია: შემთხვევა

კუპატაძე – ”3 ადამიანია დაღუპული”

კუპატაძე - ”3 ადამიანია დაღუპული”

„ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი ადამიანი,“ – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმათეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არ არიან არასრულწლოვნები. „ჩვენთვის როგორც ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო […]

დიდ დიღომში აფეთქებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში აფეთქებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია […]

აფეთქება დიდ დიღომში 9 სართულიანი სახლის მე-6 სართულზე

აფეთქება დიდ დიღომში 9 სართულიანი სახლის მე-6 სართულზე

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. არის ნგრევა, ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევა 9 სართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისბრიგადებია მობილიზებული. კორპუსში სახლების მინები ჩამსხვრეულია ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის […]

ქუთაისში მანქანამ 53 წლის კაცი გაიტანა და მოკლა – მძღოლი მიიმალა

ქუთაისში მანქანამ 53 წლის კაცი გაიტანა და მოკლა - მძღოლი მიიმალა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტომობილი ქვეითს – 53 წლის მამაკაცს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ტროტუარის მოუწესრიგებლობის გამო, იძულებული იყო სამანქანო გზაზე გადასულიყო. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაეჯახა მას მანქანა. შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მძღოლი მიიმალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. რუსთავი 2

შოვში თოვლის ფესტივალზე 23 წლის ბიჭი დაიკარგა

შოვში თოვლის ფესტივალზე 23 წლის ბიჭი დაიკარგა

ონის მუნიციპალიტეტში კურორტ შოვში დაკარგულ 23 წლის ბიჭს ეძებენ. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. ახალგაზრდა ბოლოს თოვლის ფესტივალზე 12 იანვარს ნახეს. ფესტივალის ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი აღარავის უნახავს. სამაშველო სამსახური უკვე მესამე დღეა, დაკარგულ ბიჭს როგორც ტყეში, ასევე მიმდებარე სოფლებში უშედეგოდ ეძებს. იმედინიუსი

“ვნახე, როგორ ამოტრიალდა მანქანა და როგორ ჩავარდა არხში” – ავარიას ფოთთან 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

"ვნახე, როგორ ამოტრიალდა მანქანა და როგორ ჩავარდა არხში" - ავარიას ფოთთან 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, „სუბარუს“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ამოტრიალდა და არხში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი, 65 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი პირი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ხოლო მეორეს ტრავმები […]

თბილისის მეტროს მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა – შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. დედაქალაქის მერიის განმარტებით, ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეწყდა. მერიაში არ დააკონკრეტეს, თუ რა სახის ხარვეზზეა საუბარი ან რა ვითარებაში შეიქმნა პრობლემა. შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს მეორე ხაზზე მგზავრებს რამდენიმე წუთის განმავლობაში სადგურზე ჩასვლის საშუალებას […]

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია. მგზავრებს სადგურ სადგურ “ტექნიკურ უნივერსიტეტში” ჩასვლის საშუალებას არ აძლევენ. აღნიშნული სადგურიდან ამოსული მგზავრები კი ამბობენ, რომ მატარებლები არ მოძრაობენ. „ინტერპრესნიუსი“ მიზეზის გარკვევას ცდილობს.

“ორი შვილი სახლში ელოდებოდათ, სამი და ოთხი წლის… გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო” – ავარიაში გორთან ცოლ-ქმარი დაიღუპა

"ორი შვილი სახლში ელოდებოდათ, სამი და ოთხი წლის... გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო" - ავარიაში გორთან ცოლ-ქმარი დაიღუპა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერასთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა წუხელ მოხდა. თვითმხილველების თქმით, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. გარდაცვლილია ცოლ-ქმარი. 1982 წელს დაბადებული არჩილ კეჩხუაშვილი და 1991 წელს დაბადებული მარიამ პონომარენკო. “ორი შვილი სახლში ელოდებოდათ, სამი და ოთხი წლის… გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო” – აღნიშნავს ერთ-ერთი ახლობელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის […]

საზარელი ავარია ქუთაისთან – 3 ახალგაზრდა მერსედესში დაიწვა

საზარელი ავარია ქუთაისთან - 3 ახალგაზრდა მერსედესში დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისი-წყალტუბის გზაზე, 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. “მერსედესის” მარკის ავტომობილი ბოძს შეეჯახა, შედეგად ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ტრანსპორტში მჯდომი სამივე ახალგაზრდა დაიწვა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე 7 ნაწილით მიმდინარეობს. რუსთავი 2