კატეგორია: შემთხვევა

ძლიერი ყინვა საქართველოში – ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ქარბუქი. 18 იანვარს დღისით გამოიდარებს და 19 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელია. დაბლობსა და ბარში დაეცემა ღამის მინიმალური ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში ზოგან -5 გრადუსამდე, აღმოსავლეთ […]

გორში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

აფეთქება მოხდა გორში. ცხინვალის გზატკეცილზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 66 წლის მამაკაცი დაშავდა. მამაკაცი სხეულის სხვადასხვა დამწვრობით ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ”პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ აფეთქება ძლიერი იყო, ჩამსხვრეულია გვერდით მდებარე სახლების მინებიც. არსებული ინფორმაციით ბუნებრივი აირის აფეთქება გაზქურაში დაგროვილმა გაზმა გამოიწვია. პრაიმ ტაიმი

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

„იმედის“ კლინიკაში მოთავსებული 4 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც „იმედის“ კლინიკის წარმომადგენელმა განაცხადა, კლინიკაში მიყვანის დროს ის კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო ანუ გული ჰქონდა გაჩერებული. მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში 20:30 საათზე მიიყვანეს. “პაციენტს აღენიშნებოდა ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ლიქორეა ყურიდან. თავის ტვინის მაგარი გარსი იყო დაზიანებული. გულის რიტმის აღდგენა მოყვანის შემდეგ მოხერხდა, თუმცა, დაახლოებით […]

კუპატაძე – ”3 ადამიანია დაღუპული”

„ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი ადამიანი,“ – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმათეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არ არიან არასრულწლოვნები. „ჩვენთვის როგორც ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო […]

დიდ დიღომში აფეთქებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია […]

აფეთქება დიდ დიღომში 9 სართულიანი სახლის მე-6 სართულზე

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. არის ნგრევა, ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევა 9 სართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისბრიგადებია მობილიზებული. კორპუსში სახლების მინები ჩამსხვრეულია ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის […]

ქუთაისში მანქანამ 53 წლის კაცი გაიტანა და მოკლა – მძღოლი მიიმალა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტომობილი ქვეითს – 53 წლის მამაკაცს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ტროტუარის მოუწესრიგებლობის გამო, იძულებული იყო სამანქანო გზაზე გადასულიყო. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაეჯახა მას მანქანა. შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მძღოლი მიიმალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. რუსთავი 2

შოვში თოვლის ფესტივალზე 23 წლის ბიჭი დაიკარგა

ონის მუნიციპალიტეტში კურორტ შოვში დაკარგულ 23 წლის ბიჭს ეძებენ. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. ახალგაზრდა ბოლოს თოვლის ფესტივალზე 12 იანვარს ნახეს. ფესტივალის ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი აღარავის უნახავს. სამაშველო სამსახური უკვე მესამე დღეა, დაკარგულ ბიჭს როგორც ტყეში, ასევე მიმდებარე სოფლებში უშედეგოდ ეძებს. იმედინიუსი

“ვნახე, როგორ ამოტრიალდა მანქანა და როგორ ჩავარდა არხში” – ავარიას ფოთთან 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, „სუბარუს“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ამოტრიალდა და არხში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი, 65 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი პირი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ხოლო მეორეს ტრავმები […]

თბილისის მეტროს მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა – შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. დედაქალაქის მერიის განმარტებით, ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეწყდა. მერიაში არ დააკონკრეტეს, თუ რა სახის ხარვეზზეა საუბარი ან რა ვითარებაში შეიქმნა პრობლემა. შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს მეორე ხაზზე მგზავრებს რამდენიმე წუთის განმავლობაში სადგურზე ჩასვლის საშუალებას […]