ბაღდათი-ქუთაისის გზაზე, ვარციხეს დასახლებაში ავტომანქანა ცხენს დაეჯახა. შეჯახებამ გზაზე მოძრავი ოთხი ავტომანქანაც დააზიანა. შეჯახების შედეგად ცხენი მოკვდა. ავტომაქანებში მყოფი პირები არ დაშავებულან. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. როგორც შსს–ში აცხადებენ, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით დაიწყო. ცხენის პატრონი კი, იმის გამო, რომ ცხოველი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილდებოდა, დაჯარმდება. ნიუპოსტი
კატეგორია: შემთხვევა
ღვინის აღმართზე პოლიციის მანქანა დაიწვა
ხონში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა
ხონში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ნაძვის ხეს ცეცხლი გამთენიისას 04:00 საათზე წაეკიდა, თუმცა რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი მათთვის უცნობია. “დაახლოებით, დილის 4 საათისთვის ნაძვის ხე იწვოდა, გამოძახებული გვყავდა შესაბამისი სამსახური. ცხადია ნაძვის ხე ანთებული იყო, მაგრამ გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია”, – განმარტავენ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის […]
როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა
ჩრდილოეთ ოსეთში ჩამოწოლილი ზვავის გამო, 12 ადამიანი ბლოკირებული აღმოჩნდა. როგორც ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, დილის 06:00 საათიდან ტრანსკავკასიური მაგისტრალი დახურულია. „როკის გვირაბის რაიონში ზვავი ჩამოწვა. 5 მანქანა და 12 ადამიანი ბლოკირებული იყო“,- ნათქვამია განცხადებაში. მოგვიანებით ზვავში ჩარჩენილებისდასახმარებლად მაშველები მივიდნენ, მათ ადამიანების ამოყვანა უვნებლად შეძლეს. ამჟამად ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რუსული მედიის ცნობით, […]
რუსთავში ბუნებრივი აირით მცირეწლოვანი და ორი ქალი მოიწამლა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია 5 წლის გოგომ და ორმა ქალმა მიიღეს. 5 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, ქალები კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. წინასწარი ინფორმაციით, სამივე კონტაქტური იყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება არ დაწყებულა. იმედინიუსი
ბათუმში სახურავის ჩამოვარდნის დროს დაშავებული სოსო შერვაშიძე გარდაიცვალა
ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული, ბათუმის მერიის 53 წლის თანამშრომელი, იოსებ/სოსო შერვაშიძე გარდაიცვალა. ის გუშინ, 4 იანვარს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქარის შედეგად ჩამოვარდნილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ქვეშ მოყვა. სოსო შერვაშიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის კლინიკა „მედცენტრში“ გუშინ მიიყვანეს. მას თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა. ბათუმელების ცნობით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: […]
ბათუმში 9 სართულიანი კორპუსის სახურავი ჩამოვარდა და 2 ადამიანი მოიყოლა
4 იანვარს ბათუმში ძლიერმა ქარმა ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხრასართულიან კორპუსს გადახადა სახურავი. რამდენიმე ადამიანი სახურავის ქვეშ მოჰყვა. კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედაც ჩამოვარდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი სახურავის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც. ბათუმში ძლიერი ქარი დაახლოებით 17:20 საათზე ამოვარდა. ჭავაჭავაძის ქუჩაზე სახურავის ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული […]
ქალის სიცოცხლე სიგარეტის მოკიდებას შეეწირა – ტრაგედია სენაკში ახალი წლის ღამეს მოხდა
ახალი წლის ღამეს სენაკში აფეთქება მოხდა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფეთქების მიზეზი სახლში დაგროვილი ბუნებრივი აირი გახდა. „ნიუპოსტისთვის“ ტრაგედიის დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. ძლიერი აფეთქება და ხანძარი სახლში მაცხოვრებელი მამაკაცის მიერ სიგარეტის მოკიდებამ გამოიწვია. ადგილზე გარდაიცვალა ოჯახის წევრი ქალი. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის დროს სახლში ასევე იმყოფებოდა 10 წლის ბავშვიც, რომელიც მამაკაცმა საბანში გაახვია და […]
ავარია ავტობანზე – დაშავდა ერთი ადამიანი
მდინარე ლიახვის გზაგამტარზე ერთმანეთს ,,ტოიოტასა” და ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. მას სამედიცინო დახმარება არ დაჭირდა. ორივე ავტომანქანა 1 იანვარს თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. მათ გორის გვირაბის გავლის შემდეგ ერთმანეთს გვერდი ვერ აუქციეს. შეჯახება დაღმართზე მოხდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც […]
ცაიშში მანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა – 2 ახალგაზრდა დაიღუპა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავარია 1 იანვარს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბეტონის კედელს შეეჯახა. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინტერპრესნიუსი










