რუსთავში ბუნებრივი აირით მცირეწლოვანი და ორი ქალი მოიწამლა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია 5 წლის გოგომ და ორმა ქალმა მიიღეს.

5 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, ქალები კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. წინასწარი ინფორმაციით, სამივე კონტაქტური იყო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება არ დაწყებულა.

იმედინიუსი