ღვინის აღმართზე პოლიციის მანქანა დაიწვა

ავლაბარში, ღვინის აღმართზე პოლიციის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საპატრულო პოლიციის მანქანას ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაუჩნდა.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.