კატეგორია: შემთხვევა

“ელიტ-ელექტრონიქსის” სამტრედიის მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა – დაშავდა 22 წლის მამაკაცი

სამტრედიაში, “ელიტ-ელექტრონიქსის” მაღაზიაში სატვირთო ლიფტის ჩავარდნის შედეგად, 22 წლის თანამშრომელი ბიჭი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ნიუპოსტი

“სასწრაფოს მძღოლს ჩაეძინა” – რა მოხდა ვაკეში

დღეს დილით ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგარ მუშებს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, სასწრაფო დახმარების მძღოლს ჩაეძინა, რომელსაც პაციენტი გადაყავდა. დაშავებული სამი პირი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. დანარჩენები ქირურგიის ეროვნული ცენტრში, რეგიონალურ ჰოსპიტალში და ჰელსი ჯორჯიაში არიან მოთავსებული. დაშავებულებს ძირითადად მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და ასევე ორ პირს აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა. უბედური შემთხვევის დროს დაზარალებულია 9 […]

ტრაგედია ვაკეში – სასწრაფოს მანქანა ტროტუარზე აქსის თაუერის მუშებს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა – ვიდეო

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგარ მუშებს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომლებსაც პაციენტი გადაჰყავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და აქსის თაუერის მშენებარე კორპუსთან მდებარე მუშებისთვის განკუთვნილ ფარდულს შეეჯახა. დაშავებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებული 12 ადამიანი სამედიცინო ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაანაწილეს. […]

ქუთაისთან მანქანა ცხენს დაეჯახა

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე, ვარციხეს დასახლებაში ავტომანქანა ცხენს დაეჯახა. შეჯახებამ გზაზე მოძრავი ოთხი ავტომანქანაც დააზიანა. შეჯახების შედეგად ცხენი მოკვდა. ავტომაქანებში მყოფი პირები არ დაშავებულან. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. როგორც შსს–ში აცხადებენ, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით დაიწყო. ცხენის პატრონი კი, იმის გამო, რომ ცხოველი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილდებოდა, დაჯარმდება. ნიუპოსტი

ღვინის აღმართზე პოლიციის მანქანა დაიწვა

ავლაბარში, ღვინის აღმართზე პოლიციის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საპატრულო პოლიციის მანქანას ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაუჩნდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.

ხონში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა

ხონში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ნაძვის ხეს ცეცხლი გამთენიისას 04:00 საათზე წაეკიდა, თუმცა რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი მათთვის უცნობია. “დაახლოებით, დილის 4 საათისთვის ნაძვის ხე იწვოდა, გამოძახებული გვყავდა შესაბამისი სამსახური. ცხადია ნაძვის ხე ანთებული იყო, მაგრამ გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია”, – განმარტავენ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის […]

როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა

ჩრდილოეთ ოსეთში ჩამოწოლილი ზვავის გამო, 12 ადამიანი ბლოკირებული აღმოჩნდა. როგორც ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, დილის 06:00 საათიდან ტრანსკავკასიური მაგისტრალი დახურულია. „როკის გვირაბის რაიონში ზვავი ჩამოწვა. 5 მანქანა და 12 ადამიანი ბლოკირებული იყო“,- ნათქვამია განცხადებაში. მოგვიანებით ზვავში ჩარჩენილებისდასახმარებლად მაშველები მივიდნენ, მათ ადამიანების ამოყვანა უვნებლად შეძლეს. ამჟამად ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რუსული მედიის ცნობით, […]

რუსთავში ბუნებრივი აირით მცირეწლოვანი და ორი ქალი მოიწამლა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია 5 წლის გოგომ და ორმა ქალმა მიიღეს. 5 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, ქალები კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. წინასწარი ინფორმაციით, სამივე კონტაქტური იყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება არ დაწყებულა. იმედინიუსი

ბათუმში სახურავის ჩამოვარდნის დროს დაშავებული სოსო შერვაშიძე გარდაიცვალა

ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული, ბათუმის მერიის 53 წლის თანამშრომელი, იოსებ/სოსო შერვაშიძე გარდაიცვალა. ის გუშინ, 4 იანვარს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქარის შედეგად ჩამოვარდნილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის  ქვეშ მოყვა. სოსო შერვაშიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის კლინიკა „მედცენტრში“ გუშინ მიიყვანეს. მას თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა. ბათუმელების ცნობით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: […]

ბათუმში 9 სართულიანი კორპუსის სახურავი ჩამოვარდა და 2 ადამიანი მოიყოლა

4 იანვარს ბათუმში ძლიერმა ქარმა ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხრასართულიან კორპუსს გადახადა სახურავი. რამდენიმე ადამიანი სახურავის ქვეშ მოჰყვა. კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედაც ჩამოვარდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი სახურავის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც. ბათუმში ძლიერი ქარი დაახლოებით 17:20 საათზე ამოვარდა. ჭავაჭავაძის ქუჩაზე სახურავის ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული […]