კატეგორია: შემთხვევა

თხინვალას დასახლებაში ენოტი იპოვეს

თხინვალას დასახლებაში ენოტი იპოვეს

დღეს დილით თხინვალას დასახლებაში ადგილობრივებმა ენოტი იპოვეს. ცხოველი ხეზე იყო ამძვრალი და მისი ჩამოყვანა დიდხანს ვერ მოხერხდა. ენოტის ხიდან ჩამოსაყვანად მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა სამაშველო ოპერაცია ჩაატარა. ცხოველი თავს კარგად გრძნობს და მას ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მუხათწყაროს ტყეში გაუშვებს. რუსთავი 2

ახალი წლის ღამეს რამდენიმე ბავშვს საქართველოში კიდურების ამპუტაცია დასჭირდა

ახალი წლის ღამეს რამდენიმე ბავშვს საქართველოში კიდურების ამპუტაცია დასჭირდა

საქართველოს მასშტაბით ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავების შემთხვევები მოხდა. ბათუმში პიროტექნიკით 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 – ევროპის მოედანზე, სადაც გალაკონცერტი მიმდინარეობდა. დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. პიროტექნიკამ, რომელიც ახალი წლის ღამეს გაუშვეს, მიმართულება შეიცვალა და შეკრებილებისკენ გაისროლა. დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები, ამაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები არ საუბრობენ. ბათუმში დაშავებულებს შორის […]

ბათუმში ფოიერვერკი მთავარ ნაძვის ხესთან მიწაზე აფეთქდა – 4 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ფოიერვერკი მთავარ ნაძვის ხესთან მიწაზე აფეთქდა - 4 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან  პიროტექნიკის აპარატი გადაყირავდა, რის შედეგადაც ფოიერვერკი ჰაერის ნაცვლად ადგილზე აფეთქდა. შედეგად  ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის უცხოელი ტურისტები. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ოთხივე დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა 12 საათზე მოხდა. ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ახალი წლის ღონიძიებების ორგანიზებაზე პასუხისმგებლი იყო შპს „ნიუ დიზაინი“. კულტურის […]

“მის აფრიკას” პარიკზე ცეცხლი წაეკიდა – ვიდეო

"მის აფრიკას" პარიკზე ცეცხლი წაეკიდა - ვიდეო

სილამაზის კონკურს “მის აფრიკა 2018” დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებულს, დორკას კასინდეს პარიკზე ცეცხლი წაეკიდა. 24 წლის კონგოელ მოდელს ცეცხლი პიროტექნიკის აფეთქების შემდეგ გაუჩნდა.

მეტრო ნაძალადევში მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

მეტრო ნაძალადევში მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ ნაძალადევში სამგზავრო მატარებელს პრობლემა შეექმნა და მომსახურე პერსონალი იძულებული გახდა, მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია მომხდარიყო. პირველადი ინფორმაციით, მეტროსადგურში ხანძარი გაჩნდა და ამის გამო მოხდა მგზავრების მატარებლიდან ჩამოსვლა. თუმცა, ხანძრის ინფორმაცია არ დადასტურდა. როგორც რუსთავი2-ს მერიის სატრანსპორტო სასახურში განუცხადეს, მეტროში ხანძარი არ ყოფილა, მხოლოდ ტექნიკური პრობლემა იყო და მემანქანემ საჭიროდ ჩათვალა, რომ მგზავრები უახლოეს […]

ბესო ბარათელი და ია გვიშიანი გარდაცვლილი იპოვეს – ისინი 1 თვის დაქორწინებული იყვნენ

ბესო ბარათელი და ია გვიშიანი გარდაცვლილი იპოვეს - ისინი 1 თვის დაქორწინებული იყვნენ

თბილისში, აეროპორტის დასახლებაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. როგორც “ნიუპოსტს” ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გარდაცვლილები დღეს დილით იპოვეს. ისინი ბესო ბარათელი და ია გვიშიანი არიან, რომლებიც ერთი თვის წინ დაქორწინდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლის, მესამე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების […]

აღმაშენებლის ხეივანში ტაქსი მეეზოვეს დაეჯახა – 70 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

აღმაშენებლის ხეივანში ტაქსი მეეზოვეს დაეჯახა - 70 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ტაქსი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 70 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გავრცელებული […]

გორში მერსედესი ქვეითს დაეჯახა

გორში მერსედესი ქვეითს დაეჯახა

ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ გორში. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, სტალინის ქუჩაზე მოძრავ ქვეითს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ყაზბეგის გამზირზე მოტოციკლი მანქანას დაეჯახა

ყაზბეგის გამზირზე მოტოციკლი მანქანას დაეჯახა

ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც მრავლობითი მოტეხილობები მიიღო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, რომელსაც დახმარება ადგილზე გაეწია. მომხდარის გამო ყაზბეგის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, […]

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა – Il Fatto Quotidiano -ს ცნობით, რეჯო-კალაბრიას პროვინციაში მოქალაქე ჯერ გაშიშვლდა და „ლიდია ტონის“ ცირკში ვეფხვების გალიაში შევარდა, რის შედეგადაც ვეფხვმა ის დაგლიჯა. როგორც იტალიური გამოცემა იუწყება, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო. მოქალაქეს ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარეს. ნიუპოსტი