ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, მილანის მიმართულებით მოძრავ თვითმფრინავში ქალბატონი გარდაიცვალა. როგორც აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში აცხადებენ, ქალბატონო თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავი უახლოეს ქალაქ ბელგრადში დაჯდა, თუმცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. “საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. თუმცა მას შემდეგ რაც ქალბატონი ცუდად გახდა, თვითმფრინავი უახლოეს ქალაქ ბელგრადში დაჯდა, თუმცა სამწუხაროდ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო,”- განაცხადეს […]
კატეგორია: შემთხვევა
“სახლში ეპატიჟება და ცდილობს, ბავშვებს ფიზიკურადაც შეეხოს” – რუსთავში 60 წლის მამაკაცს გარყვნილებაში ადანაშაულებენ
ადევნების კიდევ ერთი ფაქტი რუსთავში. 60 წლამდე მამაკაცი არასრულწლოვნებს სახლში ეპატიჟება. ადევნებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაცია “ინფო რუსთავს” რამდენიმე ადგილობრივმა მიაწოდა. არსებული ინფორმაციით 60 წლამდე მამაკაცი, XXI მიკრორაიონში, სკოლის მოსწავლეებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოზარდებს სახლში ეპატიჟება და სთავაზობს რომ უცხოენაში მოამზადებს. ბავშვების მშობლები აცხადებენ რომ ამ გზით მამაკაცს სურს მოზარდები სახლში შეიტყუოს. მშობლები აღნიშნავენ რომ მამაკაცი […]
გორში გაზით მოწამვლით 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ფოთში თონე აფეთქდა – 1 მამაკაცი დაშავდა
ფოთში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თონე აფეთქდა. შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც აღნიშნულ ობიექტზე იყო დასაქმებული. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს და ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში” 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
გუშინ 15 დეკემბერს, შუადღეზე, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში” 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი სუპერმარკეტში პურის საყიდლად იყო შესული და მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბაღდათთან მიკროავტობუსი ამობრუნდა
ქობულეთში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა
ქობულეთში, სოფელ ხალაში ავტომობილი 2 წლის ბავშვს დაეჯახა, მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მცირეწლოვანი მშობლებს ხელიდან გაუსხლტა და მას მიკროავტობუსი დაეჯახა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სასმართლის კოდექსის 276ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აიპრესი
კომპანია “სვეტის” მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა – 4 ადამიანი დაშავდა
თბილისში, პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.








