კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოჰყვა. 12 მოტეხილი ნეკნით, მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. შემთხვევა გვიან ღამით, ყვარელთან მოხდა. „პაციენტი შემოსულია დღეს გამთენიისას ჩვენს კლინიკაში. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მიღებული აქვს სხეულის მრავლობითი დაზიანებები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაშია პაციენტი. ჩატარებული კვლევებით დიაგნოსტირებულია თავის ტვინის დაჟეჟილობის სურათი. ასევე გულ-მკერდის დახურული ტრავმა ნეკნების მრავლობითი […]
კატეგორია: შემთხვევა
“მეუღლესთან მივედი, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე, ადგილზე გარდაიცვალა” – ახალსოფელში მანქანამ 3 ადამიანი გაიტანა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის ინფორმაციით, ისინი ქვეითად გადაადგილდებოდნენ და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახათ. მძღოლი შემთხვევის ადგილოდან მიიმალა. “სამნი ვიყავით, მე, ჩემი მეუღლე და მეზობლის ქალი.სწრაფად მომავალი მანქანა დაგვეჯახა. რომ წამოვდექი, მეუღლესთან მივედი, ვერაფერი გავაგებინე, ადგილზე გარდაიცვალა. ორი დავშავდით. მძღოლი გაიქცა”, – განაცხადა დავით მელაძემ. […]
“10 თეთრიანით იყო დამაგრებული ფითილის ჩამრთველი” – რას ყვება ფონიჭალაში აფეთქებული სახლის მდგმური
ზემო ფონიჭალაში, აფეთქებული საცხოვრებელი სახლის ყოფილი მდგმური აცხადებს, რომ ბინაში გაზთან დაკავშირებული პრობლემები თავიდანვე იყო. “კარმა იყო დაზიანებული, 10 თეთრიანით იყო დამაგრებული ფითილის ჩამრთველი, მეპატრონემ გამაფრთხილა, არ მიეკარო რომ გამოძვრეს, მერე აპარებსო. გაზაფხული იყო და არ დამჭირვებია გათბობა. ღმერთს მადლობა მალევე შევიცვალე ბინა” – განუცხადა “პრაიმტაიმს” ბინის ყოფილმა მცხოვრებელმა ა.პ-მ. 15 ნოემბერს, დაახლოებით დილის 11 საათზე, ზემო ფონიჭალაში, კორპუსის მესამე […]
გუდაურში “რედკოს” საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა
გუდაურში სამშენებლო კომპანია “რედკოს” საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამის შესახებ კურიერი ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება. უცნობია, რამ გამოიწვია ნგრევა. ჩამონგრეულია ბეტონის მონოლითი, რომელიც პარკინგის ადგილზე იყო განთავსებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა რამდენიმე მანქანა, რომელიც ადგილზე იდგა. მომხდარ ფაქტს “რედკო” ადასტურებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანი “რედკოს” მშენებლობა ინგრევა. 2015 წლის 16 დეკემბერს ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის […]
იგოეთთან ოპელი გზიდან გადავარდა – 4 მგზავრი დაშავდა
თბილისის მიმართულებით მოძრავი ,,ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა იგოეთთან, ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 მგზავრი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის ჯანმრთელობის […]
ფონიჭალაში დედა-შვილის დაღუპვაზე საუბრისას კახა კალაძემ ცრემლები ვერ შეიკავა
აფეთქება ფონიჭალაში – მაშველებმა 1 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალის შემდეგ, მისი მცირეწლოვანი შვილის ცხედარიც იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. დაღუპულები დედა-შვილი: 30 წლამდე ქალი და 1 წლის ბავშვი არიან. სადარბაზოდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, გარდაცვლილების ცხედრები რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში გადაასვენეს. ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანიც დაშავდა. ისინი […]
ფონიჭალაში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს
ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი ქალის მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო – სამაშველო ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ, რომელიც არსებული ინფორმაციით ჩვილია. ფონიჭალაში #23 კორპუსის მესამე სართულზე , ერთ-ერთ ბინაში აფეთქება დილით მოხდა. დაშავდა 4 ადამიანი. მათგან 3 უმძიმეს მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. პირველადი ინფორმაციით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ […]
აფეთქება ფონიჭალაში – ნანგრევებში მოყოლილ დედას და ჩვილს მაშველები ამ დრომდე ეძებენ
ფონიჭალაში, აფეთქების შემდეგ ნანგრევებში მოყოლილ დედას და ჩვილს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდნენ მათი ოჯახის წევრები. ისინი კორპუსში შესვლას ითხოვენ, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათ ამ დრომდე შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, რასაც მცირე დაპირისპირებაც მოჰყვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კლინიკაშია გადაყვანილი 4 ადამიანი დაშავებული. აფეთქება კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ჩამონგრეულია მეოთხე […]
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ჩამოვარდნილი სამშენებლო ფილის ქვეშ, სავარაუდოდ, დედა-შვილია მოყოლილი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა, რომლის ქვეშ, სავარაუდოდ, დედა-შვილია მოყოლილი. ამის შესახებ “რუსთავი 2” წერს. სამართალდამცველების თქმით, ისინი დედა-შვილს ეძებენ და მათ მოსაძებნად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია 4 ადამიანი. განხორციელდა სადარბაზოს ევაკუაცია. ფონიჭალაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგაც მრავალსართულიანი კოპუსი ნაწილობრივ დაინგრა. აფეთქება შენობის მესამე სართულზე, […]










