ფონიჭალაში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს

ფონიჭალაში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვესფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი ქალის მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო – სამაშველო ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ, რომელიც არსებული ინფორმაციით ჩვილია.

ფონიჭალაში #23 კორპუსის მესამე სართულზე , ერთ-ერთ ბინაში აფეთქება დილით მოხდა. დაშავდა 4 ადამიანი. მათგან 3 უმძიმეს მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

პირველადი ინფორმაციით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.