ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ხანძრისას კიდევ ერთი დაშავებული, 66 წლის ქალი გარდაიცვალა. მანამდე კი საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინ გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვნიც. დამწვრობის სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო გახდა 5 დაშავებულის თბილისში გადმოყვანა. ერთ-ერთი ვერსიით ცეცხლი აფეთქებას მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან სახლში […]
კატეგორია: შემთხვევა
ბაღდათში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაცვლილი ამოასვენეს
ბაღდათის რაიონის სოფელი ოფჩაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, 12-საათიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს. 43 წლის მამაკაცი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც პარალელურ რეჟიმში […]
ბაღდათში მამაკაცი ჭაში ჩავარდა – 3 საათია, ის ვერ ამოჰყავთ
ბაღდათში, სოფელ ობჩაში ერთ-ერთ ოჯახში მამაკაცი ჭას წმენდდა, რომლის დროსაც კედლები ჩამოიშალა და 45 წლამდე მამაკაცი მიწის მასის ქვეშ მოყვა. სამაშველო ოპერაცია სამ საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. როგორც “პრაიმტაიმის” ჟურნალისტი იუწყება, სამძებრო სამუშაოებს მიწის ჩამოშლის საფრთხე ართულებს. მისი ინფორმაციით, ჩამოშლილი მიწა მძიმე ტექნიკით ამოიღეს, ამჯერად კი მუშაობა ხელით მიმდინარეობს. მეხანძრე მაშველების უსაფრთხოებიდან გამომდინარე […]
რუსთავში გაზით 6 ადამიანი მოიწამლა – 2 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსთავში, XIX მიკრო-რაიონში, ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, co-თი ინტოქსიკაცია მათ შორის 4-მა ბავშვმა მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ოჯახის წევრებს ექიმებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა მოზარდების გადაყვანა ბავშვთა საავადმყოფოში აუცილებელი გახდა. ბავშვებს სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ინფორუსთავი
ხეთაში აფეთქების დროს დაშავებული 77 წლის მამაკაცი თბილისში გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხეთაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცი თბილისსი, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. აფეთქება გუშინ მოხდა, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავდა ოჯახის 5 წევრი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი. წინასწარი ინფორმაციით, თავდაპირველად ხანძარი ღუმელის აალებამ გამოიწვია, რის შემდეგაც სავარაუდოდ სახლში შენახული საწვავი აფეთქდა. ნიუპოსტი
“გზა არევია, ტაქსის მძღოლს დაუნახავს, თორემ მეორე დღეს მკვდარს ვიპოვიდით” – მიხეილ გიორგაძის ავარიის დეტალები
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ორი დღის წინ ავარიაში მოყვა. ის მრავლობითი მოტეხილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი ამის გასარკვევად Ambebi.ge მინისტრის მოადგილის მეგობარს, კახა კანდელაკს დაუკავშირდა: – ცოლ-შვილი ლოპოტაზე ჰყავდა და ერთი დღით თვითონაც ჩავიდა. მეორე დღეს სამსახურში უნდა წასულიყო, […]
“ტანსაცმლიანად იწვოდნენ, მიწაზე გორაობდნენ, საშინელება ვნახე” – რა მოხდა ხეთაში
ხობის მუნიციპაიტეტის სოფელ ხეთაში მომხდარ აფეთქებასა და მის შედეგებზე “პრაიმტაიმთან” ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება. მისი თქმით, ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ცეცხლის დასანთებად სალიარის ნაცვლად შემთხვევით ბენზინი გამოიყენა, რასაც აფეთქება მოჰყვა. “სალიარის ნაცვლად ბენზინი გამოიყენეს, ბიდონი ხუთლიტრიანი იყო და მაშინვე აფეთქდა. ტანსაცმლიანად იწვოდნენ, მიწაზე გორაობდნენ, საშინელება ვნახე. მსგავსი არასოდეს მინახავს. ოჯახში ორი ბავშვი […]
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა – იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა – ეს ის ვერსიაა, რაზეც პედაგოგები საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ მეორე სართულიდან გადავარდნილმა მოსწავლემ მათ თავად უთხრა, რომ სელფის იღებდა, რომლის დროსაც წონასწორობის დაცვა ვერ შეძლო. თუმცა, პედაგოგების ვერსიას თავდაყირა აყენებს, ექიმ-რეანიმატოლოგის, ნანა ჯიბუტის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ გოგონა “მედალფას” სამედიცინო ცენტრში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. […]
წერეთელზე მერსედესის ჯიპი 2 ქვეითს დაეჯახა
თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, „მერსედესის“ მარკის „ჯიპი“ ფეხით მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე […]
მიხეილ გიორგაძე მართვით სუნთქვაზე რჩება – “ის კონტაქტური არ არის”
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, პაციენტს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნება. „პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე რჩება, თუმცა გაუარესებული არ არის. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, შესაბამისად, კონტაქტური არ […]









