კატეგორია: შემთხვევა

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი ჩავარდა – 60 წლის მძღოლს მაშველები ეძებენ

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი ჩავარდა - 60 წლის მძღოლს მაშველები ეძებენ

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და მყვინთავები. ადგილზე მყვინთავების მუშაობა საფრთხის შემცველია, რადგან ჟინვალჰესი სპეციფიკური ადგილია, წყალსაცავის სიღრმეში სხვადასხვა სახის გაყვანილობებია. სამაშველო ოპერაციას კიდევ რამდენიმე გარემოება ართულებს: წყალსაცავის სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრია, ადგილი სპეციფიურია,  ამავე დროს, სიბნელის გამო ხილვადობა ნულია. ჟინვალჰესში ჩავარდნილი მამაკაცი 60 წლამდე ასაკისაა. სატვირთო მანქანაში მხოლოდ […]

მარნეულში 16 წლის ბიჭი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი სტადიონზე ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მოზარდი ვარჯიშის დროს გახდა ცუდად და საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა. სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რუსთავში 17 წლის გოგო СO-თი მოიწამლა

რუსთავში 17 წლის გოგო СO-თი მოიწამლა

რუსთავში 17 წლის გოგო co-თი მოიწამლა. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. გავცრელებული ინფორმაციით, გოგო ცენტრალურ საავადმყოფოში რუსთავის XI მიკრორაიონიდან შეიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ტრაგედია ნახშირღელეში – ტრაქტორი გადაბრუნდა და 18 წლის ბიჭი მოიყოლა

ბათუმში 55 წლის კაცი 13 წლის გოგონას სექსუალურად ავიწროვებდა, გოგონა შეუძლოდ გახდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახლგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი გადაბრუნდა და 18 წლის ბიჭი მოიყოლა. იგი ადგილზე დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. იმედინიუსი

ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვის

ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვის

ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვის, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძარი დუშეთის რაიონის სოფელ მუგუდასთან ახლოსაა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების რისკის გამო ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ზეკარის ტყეში ხანძარია

ზეკარის ტყეში ხანძარია

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200 მეხანძრე-მაშველია ჩართული. უწყების ცნობით, ახლა ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ადგილზე საგანგებო შტაბია შექმნილი. უწყების ინფორმაციით, იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით […]

სამტრედიაში, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დეპუტატმა ქალი სცემა

სამტრედიაში, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დეპუტატმა ქალი სცემა

სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში, საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ ჯამბურიას სამუშაო ოთახში მისული მოქალაქე, მაია ქორიძე, დეპუტატმა სცემა. თვითმხილველების ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ღანირის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ბადრი შენგელია ქალს ფიზკურად გაუსწორდა და მუშტებით სცემა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს

ოზურგეთში მანქანა სახლის ეზოში შევარდა – დაიღუპა 1 ადამიანი

მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მერია-ლაითურის დამაკავშირებელ გზაზე. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი ოზურგეთის “მედალფას” სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ცენტრის დირექტორი, დავით მდინარაძე გვეუბნება, ავარიის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორეს კი ქალა ტვინის ტრამვა აღენიშნება და ის მძიმე […]

ავარია თერჯოლასთან – 24 წლის სოსო ჯალიაშვილი რეანიმაციაში გარდაიცვალა

ავარია თერჯოლასთან - 24 წლის სოსო ჯალიაშვილი რეანიმაციაში გარდაიცვალა

თერჯოლის გადასახვევთან, 6 ნოემბერს დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია 6 ადამიანი. დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები თბილისიდან ზუგდიდში, მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ. დაშავებულთა შორის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში მოთავსებული იყო 24 წლის სოსო ჯალიაშვილი იყო, რომელიც რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. დანარჩენი დაშავებულები ზესტაფონისა და თერჯოლის საავადმყოფოში არიან მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით […]

გორში 2 სამხედროს მანქანა დაეჯახა

გორში 2 სამხედროს მანქანა დაეჯახა

გორში, შინდისის გზატკეცილზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის ორ სამხედრო მოსამსახურეს „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. „ნიუპოსტის“ ცნობით, დაშავებულები 25 წლამდე მამაკაცები არიან, ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც შსს პრესსამსახურში განგვიცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ჩანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა.