კატეგორია: შემთხვევა

ოზურგეთში მანქანა სახლის ეზოში შევარდა – დაიღუპა 1 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მერია-ლაითურის დამაკავშირებელ გზაზე. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი ოზურგეთის “მედალფას” სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ცენტრის დირექტორი, დავით მდინარაძე გვეუბნება, ავარიის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორეს კი ქალა ტვინის ტრამვა აღენიშნება და ის მძიმე […]

ავარია თერჯოლასთან – 24 წლის სოსო ჯალიაშვილი რეანიმაციაში გარდაიცვალა

თერჯოლის გადასახვევთან, 6 ნოემბერს დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია 6 ადამიანი. დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები თბილისიდან ზუგდიდში, მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ. დაშავებულთა შორის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში მოთავსებული იყო 24 წლის სოსო ჯალიაშვილი იყო, რომელიც რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. დანარჩენი დაშავებულები ზესტაფონისა და თერჯოლის საავადმყოფოში არიან მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით […]

გორში 2 სამხედროს მანქანა დაეჯახა

გორში, შინდისის გზატკეცილზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის ორ სამხედრო მოსამსახურეს „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. „ნიუპოსტის“ ცნობით, დაშავებულები 25 წლამდე მამაკაცები არიან, ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც შსს პრესსამსახურში განგვიცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ჩანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა.

ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. დამწვარია 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სიგარეტის ნამწვავიდან გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. რუსთავი 2

გორში ხანძარს 60 წლის კაცი ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლის კაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად დაიწვა ორსართულიანი სახლის ორი ოთახი – 50 კვ.მ. ფართობი. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ამჟამად ჩამქრალია. იმედინიუსი

თბილისიდან ზუგდიდისკენ მიმავალი საქორწინო კორტეჟი ავარიაში მოჰყვა – დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან 2 მძიმედ – ვიდეო

თერჯოლის გადასახვევთან, ავტობანზე დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. მანქანა საქორწინო კორტეჟში შედიოდა, რომელიც თბილისიდან ზუგდიდისკენ მიემართებოდა. ვიდეოს ტვ პირველი ავრცელებს. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/327385558045025/

პეკინზე სამარშრუტო ტაქსი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, სამარშრუტო ტაქსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ბასლეინზე გადადიოდა, როდესაც მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

ქუთაისიდან თბილისში მომავალმა მატარებელმა მამაკაცი გაიტანა და მოკლა

გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. „საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ შემთხვევა დაახლოებით 09:30 საათზე მოხდა. „დღეს დილით, დაახლოებით 09:30 საათზე გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები. „საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარის გამო […]

ვინ არიან ქედაში დაღუპული 22 წლის პატარძალი და მისი 12 წლის მულიშვილი

ქე­და­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი დაიღუპა, ერთი კი მძი­მედ და­შავ­და. იგი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 22 წლის ია­მზე ჯუ­მუ­შა­ძე და 12 წლის ლუკა წუ­ლუ­კი­ძე. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯუ­მუ­შა­ძეს გუ­შინ ბა­თუმ­ში ქორ­წი­ლი ჰქონ­და და სო­ფელ­ში, სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და. გარ­დაც­ვლი­ლი ლუკა წუ­ლუ­კი­ძე ია­მზე ჯუ­მუ­შა­ძის მუ­ლიშ­ვი­ლი იყო. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, […]

რუსთავში სტამბოლის ბაზარი დაიწვა

ძლიერი ხანძარი იყო გვიან ღამით რუსთავში. ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარედ, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე. ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს გაუჩნდა და დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. დაიწვა გასაყიდი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი. მოვაჭრეების ვერსიით, ხანძარი უცხო პირებმა გააჩინეს. კიდევ ერთი არაოფიციალური ინფორმაციით კი ბაზრის ტერიტორიაზე მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, რამაც ცეცხლი გააჩინა. […]