თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა დაშავებულია 8 მგზავრი. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნიუპოსტს” უთხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში 4 ავტომობილი ფიგურირებს, მათ შორის 2 სამგზავრო მიკრო ავტობუსია, ავარიის შედეგად ერთი მიკროავტობუსი ამობრუნდა. ამ ეტაპზე 8 ადამიანია დაშავებული, წინასწარი ინფორმაციით დაშავებულთა სიცოცხლესსაფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ლი ნაწილით მიმდინარეობს.
კატეგორია: შემთხვევა
წერეთელზე 25 წლის კაცი მე-14 სართულიდან გადავარდა და გადარჩა
წერეთლის გამზირზე ერთ–ერთი კორპუსის მე–14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. როგორც ცენტრში აცხადებენ, 25 წლის მამაკაცი უვნებელი გადარჩა. იგი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. „მამაკაცი აცხადებს, რომ მას ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და იგი ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც „პუფებზე“ დაეცა. პაციენტს სხეულის დჟეჟილობა აღენიშნება. მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება და რამდენიმე […]
ბათუმში 55 წლის კაცი მე-4 სართულიდან გადმოვარდა
ბათუმი-ჩაქვის გზაზე სატვირთო ავტომობილი ამოყირავდა
ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სატვირთო ავტომობილს ქვის ლოდები გადაჰქონდა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ჩაქვი-ბათუმის მიმართულებით სატრანპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ინტერპრესნიუსი
თბილისში მტკვარში მანქანა გადავარდა
ბათუმში 51 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსიდან 51 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. „ვერ გეტყვით, ზუსტად რა მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდოდ სუიციდის შემთხვევასთან გვაქვს საქმე“ – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, […]
ვაკე-საბურთალოს ახალი გზიდან მისაბმელიანი ავტომობილი გადავარდა
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მისაბმელიანი ავტომობილი სავარაუდოდ, გზაზე მოცურდა და სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ავტომობილის მძღოლი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. როგორც “რუსთავი 2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად […]
ხარაგაულში ტვირთამწის 55 წლის მძღოლი კობა მაღრაძე დაიღუპა
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დღეს, ხარაგაულის სოფელ ზვარეში, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროცესში, საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს ტვირთამწის 55 წლის მძღოლი კობა მაღრაძე დაიღუპა. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს სს ,,საქართველოს რკინიგზის” დაკვეთით, შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23_ე ბიურო” ახორციელებდა. გაერთიანების წინასწარი ინფორმაციის თანახმად, უბედური შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტექნიკური გაუმართაობისა და შრომის უსაფრთხოების უხეში დარღვევის […]
ორთაჭალაში ავტობუსი მანქანას დაეჯახა – 2 ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ორთაჭალაში, რესტორან “ასტორიასთან” ერთმანეთს ყვითელი ავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ავტობუსის 2 მგზავრია მსუბუქად დაშავებული. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბროგადებია მობილიზებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. […]
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა – 30 წლის მამაკაცი დაიღუპა – ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მსხვერპლით დასრულდა. ჩქაროსნულ მაგისტრალზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა, მათ შორის არის სამგზავრო მიკროავტობუსი. როგორც “ინფო რუსთავთან” მირკროავტობუსის მძღოლი აცხადებს, “ბე ემ ვე”-ს მარკის ავტომობილმა გადაასწრო, გადავიდა გზის საპირისპირო მიმართულებაზე და ტაქსს, “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილს დაეჯახა. “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილში იმყოფებოდა მგზავრი, 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 63 წლის მამაკაცი დაშავდა […]










