თბილისში მტკვარში მანქანა გადავარდა

თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი, მტკვარში გადავარდა.

მათივე ცნობით, ავტომობილის მძღოლი ცოცხალია.

ადგილზე ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ.

ნიუპოსტი