კატეგორია: შემთხვევა

8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა – რუსთავში აფეთქების დროს დაშავებული 2 მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს

8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა - რუსთავში აფეთქების დროს დაშავებული 2 მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს

რუსთავში აფეთქების დროს დაშავებული ორი მოზარდი კატასტროფის ბრიგადებმა თბილისში გადმოიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის, 8 წლის გოგონას მდგომარეობა ექიმების შეფასებით, კრიტიკულად მძიმეა და ის მკურნალობას თბილისში აგრძელებს. მოზარდი საავადმყოფოში შეყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას რუსთავის კლინიკაშივე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა მაინც აუცილებელი გახდა მისი თბილისში ჰოსპიტალიზაცია. ის ბოკერიას კლინიკაში მოათავსეს, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ მოინახულა. […]

”მუშას ფეხებზე თითები არ ჰქონდა, მეორე მუშა გარაჟიდან აქეთ ისროლა” – რუსთავში აფეთქების დეტალები

”მუშას ფეხებზე თითები არ ჰქონდა, მეორე მუშა გარაჟიდან აქეთ ისროლა” - რუსთავში აფეთქების დეტალები

აფეთქება რუსთავში – ეზო, სადაც ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, პოლიციის მიერ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე სამი კორპუსი დაზიანდა. შედეგად დაშავდა 12 ადამიანი, ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. მათ შორის არიან ბავშვებიც. გარდა ამისა, აფეთქებისას დაზიანდა გაზის მილი, რის შემდეგაც ამ დრომდე, მთლიანად კორპუსში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილია. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ […]

8 წლის ბავშვი უფლისციხეში კლდიდან გადავარდა

8 წლის ბავშვი უფლისციხეში კლდიდან გადავარდა

უფლისციხეში 8 წლის ბავშვი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდიდან 8 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ის კლინიკა გორმედში გადიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში კვლევები უტარდება. ექიმის განცხადებით, ბავშვს თავის არეში დაზიანება და დაჟეჟილობები.აღენიშნება. ვინაიდან კლინიკას ბავშვთა ქირურგი არ ჰყავს, კატასტროფის პედიატრიული ბრიგადა დაშავებულს თბილისში იაშვილის ბავშვთა კლინიკაში. გადაიყვანენ. ბავშვი ესტონეთის მოქალაქეა.

აფეთქება რუსთავში – 12 ადამიანი დაშავდა

აფეთქება რუსთავში - 12 ადამიანი დაშავდა

რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანია დაშავებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა. „მიმდინარეობდა ავტოფარეხის სადემონტაჟო სამუშაოები. არსებული ინფორმაციით, მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება. ამ მომენტისთვის რუსთავის ორ საავადმყოფოში გადაყვანილია 12 პიროვნება სხვადასხვა სახის დაზიანებით. ცხრა პიროვნება არის ე.წ. აზოტის საავადმყოფოში, […]

ხანძარი ხულოში – დაიწვნენ 76 წლის შშმ კაცი და 20 წლის გოგონა, რომელიც მის გადარჩენას ცდილობდა

ხანძარი ხულოში - დაიწვნენ 76 წლის შშმ კაცი და 20 წლის გოგონა, რომელიც მის გადარჩენას ცდილობდა

ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა თავის დამხმარე ნაგებობებით. ერთ-ერთი მოქალაქის ინფორმაციით, რომელსაც ფეისბუქლაივი ჰქონდა ჩართული, ხანძარმა ორი პირი იმსხვერპლა. ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დაიღუპა 76-წლამდე კაცი, რომელიც შშმ პირი იყო და მეორე 20-წლამდე გოგო. „ბათუმელებს“ შემთხვევის ადგილზე უთხრეს, რომ გოგონა სწორედ შშმ პირის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა თავადაც დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე […]

კლინიკა „კურაციოში“მე-6 სართულიდან ხალხით სავსე ლიფტი ჩავარდა

კლინიკა „კურაციოში“მე-6 სართულიდან ხალხით სავსე ლიფტი ჩავარდა

ფეისბუკმომხმარებელი სალომე გოგიჩაიშვილი, კლინიკა „კურაციოში“ მომხდარ შემთხვევაზე წერს. მისი თქმით „კურაციოს“ ახალ გახსნილ შენობაში, მე-6 სართულიდან ხალხით სავსე ლიფტი ჩავარდა: „ჩემს 3 წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი კლინიკა კურაციოს ახალ გახსნილ შენობაში, სადაც ლიფტით სარგებლობის დროს ლიფტი ჩამოწყდა და 6 სართულზე ჩამსხდრები აღმოვჩნდით 1 წამში 4 და 3 სართულს შორის. საბედნიეროდ მუხრუჭებმა დაიჭირა ლიფტი და გადავრჩით. […]

გაჩერებულ მერსედესს ხაშურთან ბმვ დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

ავარია მოხდა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ქარელი ხაშურის მონაკვეთზე. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, გაჩერებულ „მერსედესის“ მარკის ავტომობილს „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა „მერესედესის“ მგზავრი, ორივე ავტომობილის მძღოლი კი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არინა გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.

ცაბაძის ქუჩაზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ცაბაძის ქუჩაზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ხანძარი თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე – ცეცხლი კერძო საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო ბრიგადა და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსთავი 2

მარნეულში მატარებელი 30 წლის მამაკაცს დაეჯახა და მოკლა

მარნეულში მატარებელი 12 წლის ბიჭს დაეჯახა და მოკლა

მარნეულში, ე.წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი რკინიგზის რელსებზე იჯდა, მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალით მიუხედავად, ის რელსებიდან არ გადავიდა და მას მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის […]

ხობში ოპელი ხეს შეეჯახა და დაიწვა

ხობში ოპელი ხეს შეეჯახა და დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. ოპელის მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 32 წლის მამაკაცს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. რუსთავი 2