კატეგორია: შემთხვევა

ზუგდიდში მანქანა ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა – 1 ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გზაზე მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 2 ადამიანი იჯდა, გარე განათების ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, 35 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე პირს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება, ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა […]

ტრაგედია ქედაში – ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა

ტრაგედია მოხდა ქედაში, სოფელ დოლოგანში – ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მოზარდი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა და მას კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა. სოფელ დოლოგანში 6 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლოს მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას […]

„თბილისის მიკროავტობუსი“ – ”ლილოს ავარია 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალი არ არის”

„თბილისის მიკროავტობუსი“ ლილოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზზე საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, არ იკვეთება 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალეულობა, რომელი სატრანსპორტო საშუალებაც გადაბრუნდა. „ლილოს მიმდებარედ გზაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. თავდაპირველად „მერსედესის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა, რამაც ყვითელ მიკროავტობუსზე დაჯახება გამოიწვია და აღნიშნული მიკროავტობუსი მეორე ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა“, – განაცხადეს კომპანიაში.

ლილოში ყვითელი მიკროავტობუსი გადაბრუნდა – 8 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა დაშავებულია 8 მგზავრი. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნიუპოსტს” უთხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში 4 ავტომობილი ფიგურირებს, მათ შორის 2 სამგზავრო მიკრო ავტობუსია, ავარიის შედეგად ერთი მიკროავტობუსი ამობრუნდა. ამ ეტაპზე 8 ადამიანია დაშავებული, წინასწარი ინფორმაციით დაშავებულთა სიცოცხლესსაფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ლი ნაწილით მიმდინარეობს.

წერეთელზე 25 წლის კაცი მე-14 სართულიდან გადავარდა და გადარჩა

წერეთლის გამზირზე ერთ–ერთი კორპუსის მე–14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. როგორც ცენტრში აცხადებენ, 25 წლის მამაკაცი უვნებელი გადარჩა. იგი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. „მამაკაცი აცხადებს, რომ მას ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და იგი ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც „პუფებზე“ დაეცა. პაციენტს სხეულის დჟეჟილობა აღენიშნება. მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება და რამდენიმე […]

ბათუმში 55 წლის კაცი მე-4 სართულიდან გადმოვარდა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან 55 წლამდე კაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შსს ინფორმაცით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბათუმელები

ბათუმი-ჩაქვის გზაზე სატვირთო ავტომობილი ამოყირავდა

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სატვირთო ავტომობილს ქვის ლოდები გადაჰქონდა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ჩაქვი-ბათუმის მიმართულებით სატრანპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ინტერპრესნიუსი

თბილისში მტკვარში მანქანა გადავარდა

თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი, მტკვარში გადავარდა. მათივე ცნობით, ავტომობილის მძღოლი ცოცხალია. ადგილზე ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ. ნიუპოსტი

ბათუმში 51 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსიდან 51 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. „ვერ გეტყვით, ზუსტად რა მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდოდ სუიციდის შემთხვევასთან გვაქვს საქმე“ – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, […]

ვაკე-საბურთალოს ახალი გზიდან მისაბმელიანი ავტომობილი გადავარდა

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მისაბმელიანი ავტომობილი სავარაუდოდ, გზაზე მოცურდა და სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ავტომობილის მძღოლი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. როგორც “რუსთავი 2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად […]