ელიავას ბაზრობაზე, რკინის საამქროში, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის შედეგად კი, 200 კვ.მ ფართობი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. რუსთავი 2
კატეგორია: შემთხვევა
ელიავას ბაზრობაზე რკინის საამქროს ცეცხლი გაუჩნდა
2 ავარია გორში – დაშავებულებს შორის 1 მცირეწლოვანია
გორში, კომბინატის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანა 9 წლის ბავშვს დაეჯახა. გოგონა ,,გორმედში” გადაიყვანეს, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ეს არ არის მხოლოდ ერთი შემთხვევა, რაც დღეს გორში მოხდა. თამარ მეფის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მანქანა გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორი ქალი დაშავდა, ისინი ,,ჰოსპიტალში” გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, […]
აფხაზეთში ფსბ-ს 2 რუს თანამშრომელს ხე დაეცა და მოკლა
“გაანათლოს უფალმა მარიამისა და დემურის უკვდავი სულები, კიდევ ორი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამშობლოს” – ავარიას ბათუმში 2 ახალგაზრდა შეეწირა
ამ დრომდე მძიმეა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 21 წლის გოგოს მდგომარეობა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მედიკოსების განცხადებით, მას ტრავმული შოკი, მრავლობითი მოტეხილობები და ტვინის შერყევა აქვს. კიდევ ერთი დაშავებული კი რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. თვითმხილველთა ცნობით, გუშინ დღის მეორე ნახევარში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 […]
ბათუმში ავტობუსი მანქანას დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, როგორც სახანძრო სამსახურში გვითხრეს, ადგილზე გარდაიცვალა ერთი პირი – მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებდნენ, რომ კლინიკაში შეყვანილ 30-წლამდე ქალს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში ასევე გადაიყვანეს ორი დაშავებული, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო. ავარიის […]
„მაინტერესებს როგორია იმქვეყნად ცხოვრება“-სამტრედიაში გოგონამ თავი ჩამოიხრჩო და წერილი დატოვა
თვითმკვლელობის შემთხვევა სამტრედიაში. მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლემ თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ სუიციდამდე გოგონამ წერილი დაწერა, სადაც განაცხადა, რომ მისი თვითმკვლელობის მიზეზი იმქვეყნად არსებული ცხოვრების გარკვევაა. იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახმეტელის მეტროში ბავშვს ესკალატორში ხელი მოჰყვა
ახმეტელის მეტროსადგურში ბავშვს ესკალატორში ხელი მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, ასევე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ბავშვს ხელი ესკალატორის სახელურში მოჰყვა და სერიოზული დაზიანება არ აქვს. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ახმეტელის მეტროსადგურში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან.
ფონიჭალაში ნისანმა 50 წლის კაცი გაიტანა და მოკლა – ნისანში გოგონები ისხდნენ – ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. ქვემო ფონიჭალაში “ნისანი”-ს მარკის ავტომობილი, გზაზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცალა. ავარიის გამო საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდული იყო. როგორც თვითმხილველი ამბობს, ნისანში, რომელიც მამაკაცს დაეჯახა, გოგონები ისხდნენ. ინფორუსთავი
ბათუმში მანქანა ტრაილერს დაეჯახა – დაიღუპა პატარა ბავშვი
27 სექტემბერს, გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ დედა და სამი ბავშვი, ორი – ხუთი წლის და ერთი ოთხი წლის. ექიმებს ბავშვები მანქანიდან გადმოცვენილნი დახვდათ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის შედეგად დაშავებული სამი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია […]









