ახმეტელის მეტროსადგურში ბავშვს ესკალატორში ხელი მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, ასევე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ბავშვს ხელი ესკალატორის სახელურში მოჰყვა და სერიოზული დაზიანება არ აქვს. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ახმეტელის მეტროსადგურში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან.
კატეგორია: შემთხვევა
ფონიჭალაში ნისანმა 50 წლის კაცი გაიტანა და მოკლა – ნისანში გოგონები ისხდნენ – ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. ქვემო ფონიჭალაში “ნისანი”-ს მარკის ავტომობილი, გზაზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცალა. ავარიის გამო საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდული იყო. როგორც თვითმხილველი ამბობს, ნისანში, რომელიც მამაკაცს დაეჯახა, გოგონები ისხდნენ. ინფორუსთავი
ბათუმში მანქანა ტრაილერს დაეჯახა – დაიღუპა პატარა ბავშვი
27 სექტემბერს, გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ დედა და სამი ბავშვი, ორი – ხუთი წლის და ერთი ოთხი წლის. ექიმებს ბავშვები მანქანიდან გადმოცვენილნი დახვდათ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის შედეგად დაშავებული სამი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია […]
ბაკურიანის სასტუმროში 21 წლის აზერბაიჯანელი გოგონა გარდაიცვალა
ბაკურიანში, ერთ-ერთ სასტუმროში, აზერბაიჯანის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა 27 სექტემბერს მოხდა. ბაკურიანში ამბობენ, რომ გოგონა საერთაშორისო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ კულტურას წარმოაჩენდნენ. ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის – სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მუხლით დაიწყო. გარდაცვლილს […]
ნეფე ჰაერში აისროლეს და დაჭერა დაავიწყდათ – ოზურგეთში ქორწილის ჩაშლის მიზეზი მარიხუანა გახდა
ქალაქ ოზურგეთში, სარიტუალო დარბაზ “თამარიონში” მიმდინარე ქორწილის მონაწილეები ნეფის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ქორწილი ფაქტიურად ჩაიშალა. როგორც ‘გურიის მოამბეს” თვითმხილველებმა უამბეს, ქორწილის ჩაშლის მიზეზი ნეფის ოზურგეთის მედალფას კლინიკაში მოთავსება გახდა, საიდანაც ის მეორე დღეს გამოწერეს: “სუფრა ახალი დაწყებული იყო როცა ნეფეს მეგობრები მიადგნენ და მათი დაჟინებული თხოვნით მაგიდიდან გამოიყვანეს, წრე შეკრეს და ჰაერში აისროლეს, შემდეგ […]
ავარიას თბილისის ზღვასთან ბავშვი შეეწირა
მსხვერპლით დასრულდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარია. თვითმხილველთა ინფორმაციით, ხუდადოვის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი დაიღუპა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ნიუპოსტი
ნანუკი ყელბერაშვილს, რომელიც მატარებელმა გაიტანა, ყურსასმენი ეკეთა – ტრაგედიის ახალი დეტალები
გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გოგოს მატარებელი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, გოგონას ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის ხმა ვერ გაიგონა. გარდაცვლილი 20 წლის ნანუკი ყელბერაშვილია, რომელიც თბილისის გოგონათა გუნდში მღეროდა. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გოგონათა გუნდი განცხადებას ავრცელებს: “დღეს თბილისის გოგონათა გუნდისთვის უმძიმესი დღეა. ჩვენი ულამაზესი და ერთ-ერთი განსაკუთრებული წევრი – ნანუკი ყელბერაშვილი გარდაიცვალა… […]
მატარებელმა თბილისში ქალი გაიტანა და მოკლა
თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მატარებელი დაახლოებით, 26 წლის ქალს დაეჯახა. როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. უწყებამ გამოძიება სსკ-ს 275 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან […]
18 წლის სალომე სუქიაშვილი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა
საზარელი ტრაგედია თბილისში – 18 წლის სალომე სუქიაშვილი საკეისრო კვეთის შემდეგ, რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა, ახალშობილი კი ცოცხალი გადარჩა. როგორც ცნობილი ხდება, სალომემ საკეისრო 2 სექტემბერს გაიკეთა. ამის შემდეგ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ორი დღის წინ კი მას თავში, ანევრიზმა გაუსკდა. მედისკოსებმა სალომეს გადარჩენა უამრავი მცდელობის მიუხედავად , ვერ შეძლეს. აღსანიშნავია, რომ 18 წლის გოგონას გარდაცვალება […]
თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა
თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავადა, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი და პირველადი დახმარება უკვე გაეწიათ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკები უკვე დატოვა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10:00 საათზე, სარფის საზღვრიდან 1 კმ-ში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი საქართველოს 11 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები გადაიყვანეს […]









