ავარიას თბილისის ზღვასთან ბავშვი შეეწირა

ავარიას თბილისის ზღვასთან ბავშვი შეეწირამსხვერპლით დასრულდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარია. თვითმხილველთა ინფორმაციით, ხუდადოვის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი დაიღუპა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ნიუპოსტი