კატეგორია: შემთხვევა

რუსთავში 1 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა – ვიდეო

რუსთავში, შარტავას გამზირზე, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან 1 წლის ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი მეორე სართულის მიშენებაზე დაეცა. მცირეწლოვანი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მალევე ბავშვი თბილისში, ბოკერიას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორუსთავი

ქობულეთში მაშველებმა ზღვაში 35 წლის რუსი ქალის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული 35 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, შეტყობინება ქალის გაუჩინარების შესახებ დილოს 7 საათსა და 5 წუთზე მიიღეს. ამის შესახებ „აჭარის ტელევიზია“ წერს. გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას […]

გორთან ბმვ მოტოციკლს შეეჯახა – მოტოციკლეტისტი დაიღუპა

ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ერთმანეთს მოტოციკლეტი და BMW მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. მოტოციკლეტის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილის მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა. როგორც შსს პრესსამსახურში განგვიცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 276 – ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.

გურჯაანში კაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა და გონება დაკარგა

გურჯაანში მდებარე ღვინის კომპანია “მეღვინეობა ხარებაში” მამაკაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად გონება დაკარგა. ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. ნიუპოსტი

თემქაზე პლასტმასის ნედლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე პლასტმასის ნედლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრის ფართობი. ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

გურჯაანში ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანა მოტოციკლს შეეჯახა

გურჯაანში ავარიის დროს ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანა მოტოციკლს შეეჯახა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ინტერპრესნიუსი

ოზურგეთში, ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ შენობაში, მამაკაცი გარდაიცვალა

ოზურგეთში, ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ შენობაში მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს, ადგილზე კი კრიმინალური პოლიცია მუშაობს. გარდაცვლილი 56 წლის მამაკაცი სოფელ შემოქმედის მკვიდრი იყო. გარდაცვლილმა შენობაში ძლიერ წვიმას შეაფარა თავი და ცუდად გახდა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. […]

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მოტოციკლი მანქანას დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. ერთმანეთს მოტოციკლი და “ჰონდა”-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით ბაიკერმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლისტიც დაშავდა და ავტომობილის მძღოლიც. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. შედარებით მძიმეა 40 წლამდე ბაიკერის მდგომარეობა, თუმცა […]

ახმეტაში მამაკაცი გველმა დაკბინა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მამაკაცი გველმა დაკბინა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 41 წლის შალვა გაწირიძემ სახლში დაბრუნებისას ქვეწარმავალს შემთხვევით ფეხი დაადგა. მას ნაკბენები სწორედ ფეხის არეში აქვს. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ჩაუტარდა, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რუსთავთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა – ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გაჩიანი-რუსთავის სარკინიგზო მონაკვეთზე. ერთმანეთს “ფორდი”-ს მარკის მიკროავტობუსი და სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. მიკროავტობუსში რუსთაველები იმყოფებოდნენ, მათ ავტომობილიდან დროულად მოახერხეს გადმოსვლა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც რელსებზე თვითნებურად არის გაკეთებული გადასასვლელი, სწორედ ამ გადასასვლელით სარგებლობის დროს მიკროავტობუსი ჩავარდა ლიანდაგებში და გაიჭედა. ინფორუსთავი