ტყიბულში მომხდარი საზარელი ავარიის შედეგად დაშავებულებიდან 13 საავადმყოფოდან გაწერეს. კვლავ მძიმეა 2 დაშავებულის მდგომარეობა, რომელთაგან ერთი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე ტყიბულის ჰოსპიტალში რჩება. გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ეომწლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეასკდა. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. სიკვდილს სასწაულებრივად […]
კატეგორია: შემთხვევა
ტყიბულში მიკროავტობუსი ამობრუნდა – 1 ქალი დაიღუპა, 9 მგზავრი დაშავდა
ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათში მიმავალი მიკროავტობუსი ქალაქის გასასვლელში ხიდის ქვეშ ამოტრიალდა – მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ამოტრიალდა. ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, 9 დაშავებული კი ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მძიმეა. მათ შორის ერთი არასრულწლივანია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მძღოლის საჭეს სავარაუდოდ […]
ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 35 წლის კაცი ჩამოვარდა
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, მშენებარე სტადიონიდან 35 წლამდე კაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს მრავლობითი დაზიანება აქვს და ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცს დაზიანებული აქვს ფილტვი და ნეკნები, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ. მშენებელი კომპანია „ანაგის“ ინფორმაციით, დაშავებული მშენებლობაზე ხელოსნად მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის […]
გლდანში ნასვამმა მძღოლმა 27 წლის ქალი და მისი შვილი იმსხვერპლა
თბილისში გლდანის, მეოთხე მიკრორაიონში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი. შემთხვევის შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი ნასვამი იყო. “საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვების და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც […]
სტრასბურში საქართველოს 2 მოქალაქე დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევას სტრასბურში საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია იდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შეჯახებისას მანქანაში ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა. ორივე მათგანი საფრანგეთის მოქალაქეა. მოზარდები საავადმყოფოშია არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „საკონსულო სამსახური კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და საფრანგეთის შესაბამის უწყებებთან. მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო გარდაცვლილთა საქართველოში დროულად გადასვენების უზრუნველსაყოფად. საქართველოს […]
ტრაგედია ვანში – ვინ არის ავარიისას დაღუპული დედა-შვილი
2 დღის წინ ვანში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ვანი-ბაღდათის საავტომობილო გზის მეხუთე კილომეტრზე, სოფელ დიხაშხოს გადასახვევთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 37 წლის ქეთი ლომიძე და მისი 7 თვის ჩვილი “მერსედესის” მარკის ავტომობილში მყოფი მეუღლესთან და ასევე მცირეწლოვან გოგონასთან ერთად იმყოფებოდნენ. საბედისწერო შემთხვევა სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახი ლაბაჯოურიდან ქუთაისში ბრუნდებოდა. მომხდარზე გამოძიება […]
სამეგრელოში ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს. “იმედინიუსის” ინფორმაციით, ჩვილი გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან ორ წლამდე […]
ტრაგედია ვანში – ავარიას დედა და მისი 7 თვის შვილი ემსხვერპლნენ
ვანში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები დედა და 7 თვის ბავშვი არიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქმეზე დაწყებული გამოძიება. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დუშეთთან სატვირთო მსუბუქ მანქანას დაეჯახა – დაიღუპა სომხეთის 1 მოქალაქე, დაშავდა სომხეთის 4 მოქალაქე
ავარია მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტში – ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ის სომხეთის მოქალაქე იყო. შეჯახების შედეგად დაშავდა სომხეთის 4 მოქალაქე, მათ შორის, 2 წლის ბავშვიც. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დუშეთის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. […]
ვინ იყო 16 წლის თეონა ტაკიძე, რომელიც ძმის ტყვიამ მოკლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. გუშინ გავრცელდა საზარალი ინფორმაცია, რომ 16 წლის თეონა ტაკიძე ძმის მიერ შემთხვევით, სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. სოფელში მუსირებს მეორე ვერსიაც, რომ გოგონას ცეცხლსასროლი იარაღი თაროდან ჩამოუვარდა და ტყვია გავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით […]









