თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის სასროლეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-12 ბატალიონის, მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი კლასის რიგითი ვაჟა შათირიშვილი დაიღუპა. “საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მე-12 ბატალიონის, მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის, პირველი კლასის რიგითის ვაჟა ლევანის ძე შათირიშვილის გარდაცვალების გამო. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული იმყოფებოდა ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სწავლების მიზნით, რომლის […]
კატეგორია: შემთხვევა
ისანში მანქანა 2 სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა – დაშავდა 4 პირი, მათგან 2 ბავშვია
თბილისში, ისანში, შავი ზღვისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე, მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან გაჩერებულ ორ სამარშრუტო ტაქსს უკნიდან დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 4 პირი, რომელთაგან 2 პირი ინგოროყვას კლინიკასია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვია, რომელსაც თავის ტრავმა აღენიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]
“შველას ითხოვდა… ქალი იდგა ალმოდებულ სახლში ჩვილთან ერთად” – პატრულმა ჯემალ მორჩაძემ 3 თვის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა
„ნიუპოსტი“ 27 წლის პატრულ-ინსპექტორს გაგაცნობთ, რომელმაც თბილისში, ალმოდებული კორპუსიდან ჩვილი უვნებლად გამოიყვანა. 27 წლის ჯემალ მორჩაძე „ნიუპოსტთან“ ყვება, რა სურათი დახვდათ მას და მის მეწყვილე გიორგი ჯანგირაშვილს გლდანის მეორე მიკრორაიონში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე 60 კვ. მ. ფართი მთლიანად დაიწვა. დამწვარია საოჯახო ნივთებიც. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფითან ერთად, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ. […]
გორის პატრულმა ავტობანზე გაქცეული ცხენები გადაარჩინა
თბილისი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე პატრონისგან მიტოვებული ცხენები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობდნენ. სოფელ შავშვებთან საავარიო სიტუაციის აცილების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს. ეკიპაჟის წევრებმა ორი ცხენი ბორდიურებიდან გაიყვანეს და მინდორში გაუშვეს. მათი პატრონის მოძებნა კი ვერ შეძლეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შინაური ცხოველის მიტოვების გამო, მისი მესაკუთრე ჯარიმდება. პატრულმა ჯარიმის გამოწერა ვერ შეძლო, თუმცა ცხენები […]
ხანძარი გლდანში
ხანძარი თბილისში – ცეცხლი გლდანის მეორე მიკრო რაიონში, მე-40 კორპუსში, გაჩნდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ჯგუფს, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე ღია ცეცხლი დახვდათ. ადგილიდან მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული გამოიყვანეს. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. დამწვარია 50-დან 60 კვ მეტრამდე ფართობი და საოჯახო ფართობი. შემთხვევის შედეგად […]
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქალის ცხედარი იპოვეს
მთაწმინდაზე კლდე ისევ ჩამოინგრა
მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-სთან 6 სექტემბერს გვიან ღამით კლდე კიდევ ერთხელ ჩამოინგრა. ამ ადგილას კლდე პირველად 31 მაისს მთაწმინდაზე, სასტუმროს მიმდინარე მშენებლობის გამო ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა, მშენებარე კომპანიას კი მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა, რომელიც მიმდინარე მშენებლობას შეაფასებდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, აქ მშენებლობა რამდენიმე დღის წინ განახლდა. […]
თბილისში, გალაკტიონის ხიდიდან, მოქალაქე მტკვარში გადახტა – “ხიდზე ქალი იდგა, რომელიც გადახტომას აპირებდა”
თბილისში, გალაკტიონის ხიდიდან მოქალაქე მდინარე მტკვარში გადახტა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. „ამ წუთებში მიმდინარეობს მდინარის ზედაპირის და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია სპეციალური სამაშველო ტექნიკა. მობილიზებულია ორი სამაშველო ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიცია. იმის გამო, რომ ღამეა და ცუდი ხილვადობაა, პროცესში არ ჩართულან მყვინთავები“,- განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან […]
ბორჯომის ხანძარში ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ივანე კუპრაძე დაიღუპა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა. რეინჯერის პოზიციაზე ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის […]
სარფის საბაჟოზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა და თურქ დედა-შვილს დაეცა
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა, რომელიც დედა-შვილს დაეცა. დედა-შვილი თურქეთის მოქალაქეა. მომხდარის შედეგად სამივე პიროვნება დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაშავებულებს სხეულზე სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის მსუბუქი მოტეხილობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.










