კატეგორია: შემთხვევა

სვენეთთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა – ხანძარი ხეებზეც გავრცელდა

ქალაქ გორთან ახლოს, სოფელ სვენეთთან მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი ბუჩქნარსა და ხეებზე გავრცელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია 2 სამაშველო-სახანძრო ჯგუფი, რომლებიც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი ჯგუფების მობილიზებას გეგმავს.

ვარკეთილში 4 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს

ვარკეთილში ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მეორე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

“შვილები დავტოვე და ტანსაცმლით გადავხტი მდინარეში” – 24 წლის მარიამ სადაღაშვილმა 10 წლის გოგო გადაარჩინა

24 წლის ახალგაზრდამ და 3  მცირეწლოვანი შვილის დედამ 10 წლის გოგო მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა. შემთხვევა 1 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მოხდა. როგორც ,,დიანიუსს” ადგილობრივები უყვებიან, მოზარდები მტკვარში საბანაოდ მშობლების დაუკითხავად ჩავიდნენ, მდინარეში ბანაობისას კი ერთ-ერთი მოზარდი წყლის სიღრმეში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. შემთხვევის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე იმოფებოდა ამავე სოფლის მკვიდრი 24 წლის მარიამ […]

ბათუმში 30 წლის უცხოელი ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე,  საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გადმოვარდა. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და აჭარაში დროებით ცხოვრობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული თავდაპირველად გონზე იყო, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებული დაახლოებით 30 წლის არის. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე […]

ხანძარი რუსთავის ინკუბატორში – დაიწვა 3.000 წიწილა

რუსთავში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. მარის არხის დასახლებაში წიწილების ინკუბატორი დაიწვა. განადგურდა 600 კვ.მ-ის ფართობი, დაიწვა 3 ათასი წიწილა. ძლიერი ხანძრის გამო, საცხოვრებელ სახლსა და სათავსოებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არსებობდა, თუმცა, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ავარია ახმეტაში – დაშავდა 2 ადამიანი

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა. სოფელ ალავერდთან ერთმანეთს „ბე-ემ-ვეს“ და „მიცუბიშის” მარკის მანქანები შეეჯახა, რის შედეგად დაშავდა მძღოლი და მგზავრი. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, ორივე დაშავებულს ტრავმული დაზიანებები, ლავიწის და მხრის ძვლის მოტეხილობები აქვთ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის […]

ავარია აჭარაში – დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანია

ავარია მოხდა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე.ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

ბათუმში 10 მაღაზია დაიწვა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ათამდე სავაჭრო ობიექტი დაიწვა. ხანძარი 30 აგვისტოს, დილის ორი საათისთვის გაჩნდა. მის ჩაქრობას ათი სახანძრო მანქანა და 65 მეხანძრე მაშველი ორ საათზე მეტი ხნის მანძილზე ცდილობდა. წინასწარი ინფორმაციით ხანძარი ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე გაჩნდა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მის გვერდით მდებარე სხვა მაღაზიებს მოედო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე […]

6 წლის ბავშვს ასპინძის ეკლესიასთან მანქანა დაეჯახა – მძღოლმა ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანა

დღეს, 28 აგვისტოს ასპინძაში, ხვილიშის ეკლესიასთან ექვსი წლის ბიჭს “პაჯერო იოს” მარკის მანქანა დაეჯახა. დაშავებული მოზარდი ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ასპინძაში დაახლოებით 12:30 საათზე მოხდა. “ბიჭი მშობლებს ეკლესიაში მოსანათლად ჰყავდათ მიყვანილი, წირვის დამთავრებას ელოდებოდნენ. ბავშვმა ამ დროს გზაზე გადაირბინა და მანქანა დაეჯახა, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, მაშინვე გააჩერა მანქანა და ბიჭი საავადმყოფოში წაიყვანა”. დაშავებული […]

ბელიაშვილზე მანქანამ ქალი გაიტანა და მოკლა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.