კატეგორია: შემთხვევა

ბათუმის შესასვლელში ტრაილერი სატვირთოს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმის შესასვლელთან. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სატვირთო ავტომობილს სამშენებლო მასალა გადაჰქონდა, რომელიც შეჯახების დროს გზაზე გადაიყარა. შემთხვევის შედეგად, შეფერხებული იყო მოძრაობა ბათუმის შესასვლელთან. ამ დროისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით თავისუფლად ხორციელდება. ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მოძრაობას არეგულირებენ. როგორც შინაგან საქმეთა […]

გელოვანის გამზირზე ბმვ ოპელს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში – მარშალ გელოვანის გამზირზე BMW-ს მარკის ავტომობილი Opel-ის მარკის მანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ახლოს მდებარე შენობას დაეჯახა. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის გამო, BMW-ს ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა. რუსთავი 2

ხაშურელ მამაკაცს ახალდაბაში ჯერ მანქანა, შემდეგ კი ტრაილერი დაეჯახა და მოკლა

გუშინ საღამოს, ბორჯომის რაიონში, ახალდაბასთან მომხდარ ავარიას 46 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს ჯერ მსუბუქი ავტომობილი, შემდეგ კი “ტრაილერი” დაეჯახა და დაიღუპა. გარდაცვლილი ხაშურიდანაა. შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, […]

უშგულში 19 წლის მამაკაცი კოშკიდან გადმოვარდა

უშგულში 19 წლის მამაკაცი კოშკიდან გადმოვარდა. ამ წუთისთვის ადგილზე ვერტმფრენს ელოდებიან, რათა დაშავებული თბილისში, ღუდუშარის კლინიკაში გადაიყვანონ. როგორც „ახალ თაობას“ მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა,  ბესიკ ჩანქსელიანმა განუცხდა,  დაშავებული ადგილობრივია.

კარალეთთან მერსედესი ამოტრიალდა – 2 ადამიანი დაიღუპა

გორის რაიონში, სოფელ კარალეთთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც მძღოლი და ორი მგზავრი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი 58 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე პირი კი, საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. ახლობლები ამბობენ, რომ ავარია გზის ორმოულმა გამოიწვია, […]

გორში ანჟელა აკოფიანი შავმა ობობამ დაკბინა – ”მუცლის არეში დამეწყო საშინელი ტკივილი, მერე ფეხები ამტკივდა”

„გორმედში” მოქალაქე შეიყვანეს, რომლიც ირწმუნება, რომ ის ობობამ დაკბინა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შუახნის ქალი მკურნალობის კურს ამ დრომდე აგრძელებს. ამბობს, რომ შავი ფერის მწერმა ლოგინში უკბინა, რის შემდეგაც გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მიმართა. „როდესაც დავწექი, ფეხი დამეწვა, რაღაცამ დამსუსხა. ავდექი და შუქი ავანთე, ვნახე, რომ შავი ფერის ობობა იყო. მუცლის არეში დამეწყო […]

ვარკეთილში 2 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – დაიღუპა ახალგაზრდა კაცი, მისი ბიძაშვილი დაშავდა

თბილისში, დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ვარკეთილში ავარიისას ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ორი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი, ერთ-ერთი ბოძს დაეჯახა. მანქანაში მყოფი ერთი პირი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. დაღუპული და დაშავებული ერთმანეთის  ბიძაშვილები არიან. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

ავარია ადიგენში – დაიღუპა 60 წლის მამაკაცი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩასთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა 20:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. მამაკაცი ადიგენში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცვლის უფროსი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. […]

ბათუმში ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა – 9 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად,  9 ადამიანი დაშავდა. ავარია დღეს, დილის 8 საათზე, მოხდა ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოებში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენებს კი ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებათ. დაშავებულები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მოინახულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთმა კლინიკა […]

სამეგრელოს პლანტაციაში თხილის სასწორმა მამაკაცი მოკლა

უბედური შემთხვევა მოხდა სამეგრელოში. კომპაბია „აგრო ჯორჯიას“ თხილის პლანტაციებში შუახნის მამაკაცი დაიღუპა, მას თხილის სასწორი დაეჯახა. როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი იტყობინება, გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.