უშგულში 19 წლის მამაკაცი კოშკიდან გადმოვარდა. ამ წუთისთვის ადგილზე ვერტმფრენს ელოდებიან, რათა დაშავებული თბილისში, ღუდუშარის კლინიკაში გადაიყვანონ. როგორც „ახალ თაობას“ მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, ბესიკ ჩანქსელიანმა განუცხდა, დაშავებული ადგილობრივია.
კატეგორია: შემთხვევა
კარალეთთან მერსედესი ამოტრიალდა – 2 ადამიანი დაიღუპა
გორის რაიონში, სოფელ კარალეთთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც მძღოლი და ორი მგზავრი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი 58 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე პირი კი, საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. ახლობლები ამბობენ, რომ ავარია გზის ორმოულმა გამოიწვია, […]
გორში ანჟელა აკოფიანი შავმა ობობამ დაკბინა – ”მუცლის არეში დამეწყო საშინელი ტკივილი, მერე ფეხები ამტკივდა”
„გორმედში” მოქალაქე შეიყვანეს, რომლიც ირწმუნება, რომ ის ობობამ დაკბინა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შუახნის ქალი მკურნალობის კურს ამ დრომდე აგრძელებს. ამბობს, რომ შავი ფერის მწერმა ლოგინში უკბინა, რის შემდეგაც გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მიმართა. „როდესაც დავწექი, ფეხი დამეწვა, რაღაცამ დამსუსხა. ავდექი და შუქი ავანთე, ვნახე, რომ შავი ფერის ობობა იყო. მუცლის არეში დამეწყო […]
ვარკეთილში 2 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – დაიღუპა ახალგაზრდა კაცი, მისი ბიძაშვილი დაშავდა
თბილისში, დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ვარკეთილში ავარიისას ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ორი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი, ერთ-ერთი ბოძს დაეჯახა. მანქანაში მყოფი ერთი პირი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. დაღუპული და დაშავებული ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
ავარია ადიგენში – დაიღუპა 60 წლის მამაკაცი
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩასთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა 20:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. მამაკაცი ადიგენში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცვლის უფროსი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. […]
ბათუმში ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა – 9 ადამიანი დაშავდა
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა. ავარია დღეს, დილის 8 საათზე, მოხდა ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოებში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენებს კი ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებათ. დაშავებულები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მოინახულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთმა კლინიკა […]
სამეგრელოს პლანტაციაში თხილის სასწორმა მამაკაცი მოკლა
უბედური შემთხვევა მოხდა სამეგრელოში. კომპაბია „აგრო ჯორჯიას“ თხილის პლანტაციებში შუახნის მამაკაცი დაიღუპა, მას თხილის სასწორი დაეჯახა. როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი იტყობინება, გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
რაჭაში ავარიაში დაღუპულები 20 წლამდე ახალგაზრდები არიან – ტრაგედიის დეტალები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ სადმელში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ ღობეს შემდეგ კი ეზოში მდგარ ხეს შეეჯახა. 20 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი კი დაშავდა. შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბება გახდა. შსს მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს. ფოტოს […]
მანქანა ეზოში შევარდა და კაკლის ხეს შეეჯახა – რაჭაში ავარიას 3 ადამიანი შეეწირა
ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავებულია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. სხვა დეტალები ზუსტდება.
საბურთალოზე, GWP-ის ობიექტზე, 60 წლის ინჟინერი გარდაიცვალა
სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) ობიექტზე 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მოხდა. სამუშაო დღის ბოლოს ინჟინერმა თავი შეუძლოდ იგრძნო, დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. რუსთავი 2








