კატეგორია: შემთხვევა

რაჭაში ავარიაში დაღუპულები 20 წლამდე ახალგაზრდები არიან – ტრაგედიის დეტალები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ სადმელში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ ღობეს შემდეგ კი ეზოში მდგარ ხეს შეეჯახა. 20 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი კი დაშავდა. შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბება გახდა. შსს მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს. ფოტოს […]

მანქანა ეზოში შევარდა და კაკლის ხეს შეეჯახა – რაჭაში ავარიას 3 ადამიანი შეეწირა

ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავებულია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. სხვა დეტალები ზუსტდება.

საბურთალოზე, GWP-ის ობიექტზე, 60 წლის ინჟინერი გარდაიცვალა

სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) ობიექტზე 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მოხდა. სამუშაო დღის ბოლოს ინჟინერმა თავი შეუძლოდ იგრძნო, დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. რუსთავი 2

თბილისი-კრასნოდარის ავტობუსი სტავროპოლში კამაზს შეეჯახა – დაიღუპა საქართველოს და რუსეთის 2 მოქალაქე

დღეს დილის 5 საათზე, რუსეთში, სტავროპოლის მხარეში, თბილისი-კრასნოდარის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო ავტობუსს სატვირთო ავტომობილი კამაზი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის ერთს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. სულ ავტობუსში 40 მგზავრი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც. 9 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის საქართველოს 2 მოქალაქეა. რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, […]

ხაშურში პატრულმა ქალი გაიტანა – ვიდეო

ხაშურში მოქალაქეს საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა. მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ “ნიუპოსტს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. სამინისტროში გვითხრეს, რომ პირველადი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ქვეითად მოსიარულე ქალმა გზა გადაუჭრა, რის შედეგადაც მოხდა შეჯახება. ქვეითი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი […]

რუსთავში გზა ჩაინგრა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე იუსტიციის სახლისა და ტექნიკის მაღაზია ,,მეტრო-მარტის” მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. გზის საფარის ჩანგრევის შედეგად ნახევარი მეტრის სიგანის ორმო წარმოიქმნა. წინასწარი ინფორმაციით, გზის ჩანგრევის მიზეზი მიწისქვეშ სასმელი წყლის მილის დაზიანება გახდა. ადგილზე მობილიზებული არიან რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურისა და კომპანია ,,რუსთავის წყლის” თანამშრომლები. გზის დაზიანებული მონაკვეთის იზოლაცია საპატრულო პოლიციამ დროულად […]

ქობულეთის სანაპიროზე დაკარგული ბავშვი მაშველებმა იპოვეს

ქობულეთის სანაპიროზე დაკარგული ბავშვი იპოვეს. 9 წლის მოზარდს მაშველები როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზეც ეძებდნენ. ბიჭის დედა ყვება, რომ შვილი სანაპიროზე განთავსებულ ატრაქციონზე თამაშობდა, თავადაც იქ იყო, როცა ბავშვი გაუჩინარდა. მისი ძებნა მალევე დაიწყეს, პროცესში მაშველები და მოსახლეობაც ჩაერთო. არასრულწლოვანი მაშველებმა სანაპიროზე ნახეს. თამარ მეფის ქუჩაზე მობილიზებული იყვნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. აჭარა თივი

ტრაგედია დოლიძის ქუჩაზე – ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა დაეღუპა – ბავშვს დენმა დაარტყა

საქართველოს ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილის 9 წლის გოგონა უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რომლის დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

„ბორჯომის” ფეხბურთელი თედო კაკულია ავარიაში დაიღუპა

გუშინ, 14 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის” ფეხბურთელი თედო კაკულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. არაოფიციალური ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი მოტოციკლით მოძრაობისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. კაკულიას თბილისის “დინამოში,” რუსთავის “მეტალურგში,” ფოთის “კოლხეთსა” და გორის “დილაში” უთამაშია. ის ასევე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო. ინტერპრესნიუსი

21 წლის ალეკო ჯაჭვლიანი 20 წლის გოგომ მოკლა – ტრაგედია გურამიშვილის გამზირზე

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. გურამიშვილის გამზირზე ალეკო ჯაჭვლიანს, სავარაუდოდ სწარაფად მომავალი ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ის ფეხით გადაადგილდებოდა.დაშავებული ახალგაზრდას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. “ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გამარჯობის და მოკითხვის გარეშე გვერდს არ გამივლიდა, კარგი ადამიანი ვიღაც დაუდევარი დამნაშავის გამო ცოცხალი აღარაა! ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. საჭესთან 20 წლის გოგო იჯდა. […]