კატეგორია: შემთხვევა

რუსთავში წლინახევრის გოგონა მე-4 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა – ვიდეო

რუსთავში, XXI მიკრო-რაიონში, 18 თვის გოგონა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, გადმოვარდნის დროს ბავშვი ცოცხალი იყო, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ბავშვის გადაყვანა თბილისის კლინიკაში გადაწყდა, თუმცა გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მომხდარზე გამოძიება სსკ 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს”.

ცხინვალში დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხანძარი გაჩნდა

ოკუპირებულ ცხინვალში დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი წაეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო სამსახურების წარმომადგენლები, რომლებმაც ხანძარი ჩააქრეს. ცეცხლი შენობის ორ ნაწილს შორის, გასასვლელში გაჩნდა. ცეცხლი 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის  ერთ-ერთ ვერსიად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა სახელდება.

თელავში 2 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს – ბმვ-ს მძღოლი ნასვამი იყო – დაშავდა 8 ადამიანი

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი, მათ შორის ხუთი არასრუწლოვანი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით,” ბე-ემ-ვე”-ს ნასვამი მძღოლი მართავდა და შეეჯახა მეორე მანქანას, რომელსაც 5 არასრულწლოვანი გადაჰყავდა. ბავშვები პროფილაქტიკის მიზნით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ორივე მძღოლს […]

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე, გზის საფარი ჩაინგრა

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე გზის საფარი ჩაინგრა. როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანია GWP-ში განუცხადეს, ასფალტის საფარის ჩანგრევა წყალარინების ქსელში ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ჯგუფი, რომელიც, აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს. შემთხვევას გზის პირას მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი შეესწრო. როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ასფალტის საფარის ჩავარდნას ძლიერი ხმაური მოჰყვა. “ერთი-ორჯერ ხმაური გავიგე და შემდეგ, როცა […]

რუსთავში მაშველებმა მტკვრიდან 3 მოქალაქე გამოიყვანეს

რუსთავში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 3 მოქალაქე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის ქვეშ, მოქალაქეები თევზაობის დროს ჩარჩნენ და გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. რუსთავი 2

ბათუმში მაღაზია ტექნობუმი დაიწვა

ძლიერი ხანძარი ბათუმში – 5 აგვისტოს დილით ცეცხლი ტექნიკის მაღაზია “ტექნობუმს” გაუჩნდა.  ცეცხლი შენობაში დაახლოებით 2:30 წუთისთვის გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადები. დამწვარია მაღაზიის დიდი ნაწილი, 250 კვადრატულ მეტრამდე ფართობი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაღაზია, სადაც ხანძარი გაჩნდა, ბათუმში, ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში მდებარეობს. იქვეა არაერთი მსხვილი სავაჭრო ობიექტი [ბათუმი მოლი და სხვ.], ასევე „რომპეტროლის“ […]

ტრაგედია ცენტრალურ მაგისტრალზე – სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა – დაიღუპა 1, დაშავდა 12 ადამიანი

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან, თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულთა შორის არის 2 მცირეწლოვანი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მკურნალობას მცხეთის სამედიცინო ცენტრსა და ჯეოჰოსპიტალში გადიან. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას […]

„თბილისი მოლთან“ სატვირთო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ სატვირთო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო მიკროავტობუსი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ავტომანქანა დაზიანდა. მსუბუქი დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა. ნიუპოსტი

გრიგოლეთში სომეხი ქალი მაშველებმა დახრჩობას გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა გრიგოლეთში სომხეთის მოქალაქე გადაარჩინეს. 33 წლის ქალი მაშველებმა ზღვიდან სკუტერით გამოიყვანეს. მას პირველადი სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა ადგილზე აღმოუჩინეს. მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნიუპოსტი

მაშველებმა მტკვარში დაკარგული მეორე ძმის ცხედარიც იპოვეს

თბილისში, სამგორის რაიონში მაშველებმა მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს. ​შეტყობინება ორი ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 1 აგვისტოს, 15:00 საათზე შევიდა მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს და მდინარიდან ამოიტანეს, პარარელურად გრძელდებოდა 20 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნა დღეს მოახერხეს ​სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 6 […]