დღის გმირი, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ალმოდებული სახლიდან 11 თვის ჩვილი გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალგაზრდა თანამშრომელი, მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანია. ალექსანდრე 24 წლის არის, თუმცა უკვე 5 წელია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია. ის 19 წლიდან ხალხის სამსახურშია. თვითმხილველთა თქმით, საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანების გამო სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე […]
კატეგორია: შემთხვევა
20 და 25 წლის ძმები მტკვარმა გაიტაცა
მაშველები მტკვარში 20 და 25 წლის ძმებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა, მეგობრებმა კი მათი დახმარება ვერ შეძლეს. უშედეგოდ დასრულდა, სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა 20-მა მაშველმა ძმების პოვნა ვერ შეძლეს. “მივედი იქ და მაშველებით იყო სავსე ის ტერიტორია, ეძებდნენ პატარა მონაკვეთში,”-აცხადებს დაკარგული ძმების მამა, ედუარდ შატვაროვი. მაშველების მუშაობას უარყოფითად აფასებს დაკარგული ძმების […]
უბედური შემთხვევა ფოთში – ზღვაში ორი დამსვენებელი დაიხრჩო
ფოთში, ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა მალთაყვაში მოხდა. ისინი მაშველების გაფრთხილებას, რომ საშტორმო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, არ დაემორჩილნენ და ზღვაში საბანაოდ მაინც შევიდნენ და ტალღებმა გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, 58 წლის ქალი და 51 წლის მამაკაცი ფოთში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ერთი ოჯახის წევრნი არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება […]
ბათუმში 32 წლის კაცი დენმა მოკლა
ბათუმში სამშენებლო სამუშაოების დროს, ბეტონის დასხმისას 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა. “სამწუხარო ამბავი მოხდა, ბეტონის დასხმის სამუშაოები მიმინარეობდა. ამწეკრანს ძაბვის სადენები დაეცა და მანქანასთან მყოფი 32 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ის მანქანასთან ახლოს იყო”, – აღნიშნა თვითმხლველმა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, […]
ვაკეში ავტობუსის მძღოლმა სიცხისგან გონება დაკარგა
15 წლის გიორგი გორგაძე, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-3 სართულზე აძვრა და ჩამოვარდა, გარდაიცვალა
უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც გიორგი გორგაძე, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, კომაში იყო და ექიმებიც და მშობლებიც სასწაულს ელოდნენ… სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა და 15 წლის გიორგი წუხელ გარდაიცვალა… ეს სამწუხარო შემთხვევა 1 მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ გიორგის პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა […]
გრიგოლეთში ზღვამ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა
გრიგოლეთში ზღვამ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის, დავით გუმბარიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 60 წლის მამაკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მდინარე ჭოროხში დაიხრჩო. მისივე თქმით, გვამის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. მაშველები ოთხი დღის განმავლობაში სანაპირო ზოლზე სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. […]
თუშეთში მანქანა გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა თუშეთში ავტომანქანის ხრამში გადავარდნის შედეგად. შემთხვევა წოვათის ხეობაში, სოფელ ილიურთასთან მოხდა. ავტომობილი ხრამში რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებულები გვიან ღამით ამოიყვანეს. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. თუმცა სავარაუდო მიზეზად პირველადი მონაცემებით ალკოჰოლით თრობა სახელდება.
საგურამო-ზედაზენის გზაზე ხანძარია – ცეცხლი ძველ საბურავებს გაუჩნდა
საგურამო-ზედაზენის გზაზე ხანძარია. წყალსაცავის ტერიტორიაზე ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზე ბუჩქნარსა და ბალახს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას 4 სახანძრო ბრიგადა ცდილობს. მეხანძრეებთან ერთად, ცეცხლს ადგილობრივებიც ებრძვიან. მათ თქმით, ცეცხლის გავრცელებას ხელი ქარმა შეუწყო. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის დამწვარია, დაახლოებით, 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ […]
თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო
თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან, წყლიდან ამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, შეტყობინებაზე მაშველები თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ. ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები. ინტერპრესნიუსი










