ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ბარათაშვილის ქუჩაზე ორი მსუბუქი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა, ერთ-ერთ ავტომობილს ორსული მართავდა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების […]
კატეგორია: შემთხვევა
წალენჯიხაში მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და დაიღუპა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი კარიერზე მუშაობის დროს დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ერისიონის მომღერალი მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა და დაიღუპა – 28 წლის ახალგაზრდას თოკი გაუწყდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ახალგაზრდას საცხოვრებელი ბინის კარები ჩაეკეტა, სახლში შეღწევა კი მეზობლის აივნიდან სცადა, რის დროსაც მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი ანსამბლ “ერისიონში” მღეროდა. შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისცმობს”.
ხულოში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა – დაშავდა 4 ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხულოში – მთა თეთრობთან მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულები სხვადსხვა სახის დაზიანებებით ხულოს რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი ორი მათგანი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. რუსთავი 2
რაჭაში 52 წლის გელა ფანჩვიძეს ეძებენ
რაჭაში 52 წლის მამაკაცს ეძებენ – ამბროლაურის რაიონის დაბა შაორში მცხოვრები გელა ფანჩვიძე სახლიდან 6 აგვისტოს გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. მამაკაცის ძებნის ოპერაციაში ჩართულები არიან მაშველები. დაკარგულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გელა ფანჩვიძე ნასვამი იყო, თუმცა მომხდართან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ აქვთ. ნიუპოსტი
ავარია ტრაბზონში – დაშავდა საქართველოს 5 მოქალაქე
ტრაბზონში მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, გზაზე მოულოდნელად ხარმა გადაირბინა, რასაც ავტოკატასტროფა მოჰყვა. ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Cumhuriet ავრცელებს. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ტრაბზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოს დაუკავშირდა. როგორც ვიცე-კონსულმა თემურ ტარტარაშვილმა განაცხადა, ამ დროის მონაცემებით, საკონსულოში შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ შესულა. პირველი არხი
ფოთში ზღვამ რუსი ტურისტის ცხედარი გამორიყა
ფოთში, მშვიდობის ქუჩის ბოლოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, იგი რუსი ტურისტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მალთაყვის ზღვაზე დაიხრჩო. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 9 აგვისტოს ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში მაშველების გაფრთხილების მიუხედავად საბანაოდ მაინც შევიდა და დაიხრჩო. მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ქალი კი ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე […]
ავტობანზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ერთი შემთხვევა რუისის მონაკვეთზე მოხდა, მეორე კი – სოფელ აგარასთან. არც ერთი შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე შემთხვევაში მძღოლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდნენ, რაც 250-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
ავარია ბათუმში – დაიღუპა 60 წლის მამაკაცი
ავტობანზე მანქანა ქვეითს დაეჯახა, რასაც 7 მანქანის ერთმანეთთან დაჯახება მოჰყვა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მსუბუქი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე, რომელიც ავტომაგისტრალის გადაკვეთას ცდილობდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებში მყოფ მგზავრებს, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. შემთხვევა შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს- ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხილის […]










