საგურამო-ზედაზენის გზაზე ხანძარია. წყალსაცავის ტერიტორიაზე ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზე ბუჩქნარსა და ბალახს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას 4 სახანძრო ბრიგადა ცდილობს. მეხანძრეებთან ერთად, ცეცხლს ადგილობრივებიც ებრძვიან. მათ თქმით, ცეცხლის გავრცელებას ხელი ქარმა შეუწყო. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის დამწვარია, დაახლოებით, 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ […]
კატეგორია: შემთხვევა
თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო
თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან, წყლიდან ამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, შეტყობინებაზე მაშველები თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ. ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები. ინტერპრესნიუსი
თუშეთში 11 წლის ბავშვი კლდიდან გადავარდა – ის ვერტმფრენით ამოიყვანეს
მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი კლდიდან გადავარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 29 ივლისს შევიდა შეტყობინება, რომ მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 2007 წელს დაბადებული დ. ბ. 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. „შეტყობინების მიღებისთანავე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან […]
მაშველებმა თეთნულდზე პოლონელი ტურისტები გადაარჩინეს – ვიდეო
მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ტურისტები რთულ რელიეფურ ზონაში აღმოჩნდნენ და ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. 54 წლის კაცს საშუალო სიმძიმის ტრავმა აღენიშნებოდა. მაშველებმა ტურისტები თეთნულდის წვერვალიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმედინიუსი https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1876399325997624/
ოსიაურთან მოძრავ მანქანას ხე დაეცა
ოსიაურთან დღეს „ემელის“ ტიპის მოძრავ მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები იყო მობილიზებული. აღნიშნულის გამო ოსიაურთან საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ამ მომენტისთვის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ზოოპარკთან თანამშრომლებმა და ტრანსგენდერებმა იჩხუბეს – ვიდეო
თბილისში რკინიგზის მიტოვებულ ჯიხურს ცეცხლი გაუჩნდა
ბათუმთან ზღვაში მაშველებმა საფრანგეთის 4 მოქალაქე გადაარჩინეს
ბათუმთან, შავი ზღვიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საფრანგეთის 4 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ტურისტები სანაპიროდან 5 კმ-ში კატარღით სეირნობდნენ, რომელიც მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს. ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მესტია-ზუგდიდის გზიდან სატვირთო გადავარდა – 2 ადამიანი დაიღუპა
მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზის სავალი ნაწილიდან ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადავარდა. შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი – მძღოლი და მის გვერდით მჯდომი გარდაიცვალა. ისინი დაბა ჯვარის მცხოვრებლები არიან. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა სულხან ორჟონიამ გვითხრა, რომ მათთან ერთი ადამიანი შემოიყვანეს, რომელიც ერთ საათში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, […]










