ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, მდინარე ალაზანში, 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კარდენახში მცხოვრები მამაკაცი ცურვისას შეუძლოდ გახდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კატეგორია: შემთხვევა
ავარია სოფელ ჯვარში – ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვავს გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აფეთქება ქუთაისში – ავტოქარხნის ეზოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
აფეთქება და ხანძარი ქუთაისში – ცეცხლი ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად გავრცელდა. აფეთქებამ თუჯჩამომსხმელ ქარხანაში შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. დაშავდა 5 ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ავარია გორთან – დაიღუპა 1 მამაკაცი
გორთან ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვავს გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიყვანეს
თეთნულდზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოყვანის ოპერაცია დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აქამდე ვერტმფრენი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მესტიამდე მისვლას ვერ ახერხებდა. შეგახსენებთ, რომ თეთნულდზე რამდენიმე დღის წინ, ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა. […]
იგოეთთან ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა – დაზიანდნენ მაგისტრალზე მოძრავი მანქანებიც
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იგოეთთან – ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა. სატრანსპორტო საშუალება ბეტონის ფილებით იყო დატვირთული, რომლის გადმოყრის დროს მაგისტრალზე მოძრავი რამდენიმე მანქანა დაზიანდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ტრაილერის მძღოლი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მაგისტრალზე მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი […]
თბილისი-სტამბოლის თვითმფრინავი ტრაბზონში ავარიულად დაეშვა – ”აფრენიდან 45 წუთში გრუხუნის ხმა გავიგონეთ” – ვიდეო
თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ “მაესტროს” ავიარეისის ერთ-ერთმა მგზავრმა ხატია ტყებუჩავამ უთხრა. მგზავრის თქმით, აფრენიდან 45 წუთში გრუხუნის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც პილოტმა თქვა, რომ დროებით ტრაბზონში უნდა დაშვებულიყვნენ. პილოტის თქმით, ერთი ძრავი გაითიშა. მგზავრის თქმით, დანარჩენი მგზავრები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. როგორც მგზავრი განმარტავს, ყველა მგზავრი უსაფრთხოდ არის და თვითმფრინავის […]
ოზურგეთში მანქანა ჯერ სატვირთოს შეასკდა, შემდეგ – ბოძს
ორი ადამიანი დაშავდა რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც სავარაუდოდ ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, ჯერ სატვირთოს დაეჯახა, შემდეგ კი ბოძს შეასკდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა მოსახვევიდან გამოდიოდა, მძღოლმა ცენტრალურ გზაზე მოძრავი სატვირთო მანქანა ვერ შეამჩნია, ჯერ იმას დაეჯახა, შემდეგ კი – ბოძს. მძიმედ არის დაშავებული მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ […]
”ძალიან გამიმართლა” – როგორ გადარჩა მეხდაცემული რუსი ტურისტი
რუსეთის მოქალაქეს მყინვარწვერზე მეხი დაეცა, სამაშველო ვერტმფრენმა რუსი ტურისტის კლინიკაში გადმოყვანა ვერ შეძლო, რის გამოც ევაკუაცია კერძო საფრენი აპარატით განხორციელდა. რუსეთის მოქალაქე ამ წუთებში სტეფანწმინდის ჰოსპიტალში მკურნალობს. ვლადისლავ პოპოვი მომხდარს „კურიერთან“ საუბრისას იხსენებს. „7-8 კაცი ვიყავით რუსეთიდან, ავდიოდით მწვერვალზე, ორი უკვე ასული იყო და დანარჩენები ჯერ ქვემოთ ვიყავით, 10 მეტრი მაშორებდა, მაგრამ რა მოხდა, არ […]










