კატეგორია: შემთხვევა

თბილისი-რუსთავის ტრასაზე სამარშრუტო ტაქსი ხიდის ჯებირს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე – რუსთავის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდის ჯებირს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევის დროს სამარშუტო ტაქსში მგზავრები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. რუსთავი 2

რუსთავი-თბილისის ავტობანთან ადიდებულმა არხმა მაშველების ნავი გაიტაცა

რუსთავი-თბილისის ავტობანთან სამაშველო ოპერაცია სრული დატვირთვით განახლდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ადიდებულმა არხმა მაშველების ნავი გაიტაცა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ნავიდან გადავარდა ერთ-ერთი მაშველი. როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, წყალმა სამაშველო ნავი გაიტაცა, რის შემდეგაც ორი მაშველი ნავიდან გადახტა და წყლიდან ამოვიდა. მათივე ცნობით, მაშველების ტერიტორიიდან გამოსაყვანად ჯგუფები გაემართნენ. რუსთავი-თბილისის […]

ოპერის წინ მანქანამ კაცი მოკლა

რამდენიმე წუთის წინ თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. cyc.ge

მაშველები ვერტმფრენისა და აღჭურვილობის გარეშე – თეთნულდის ხრამში ჩავარდნილი ტურისტებიდან მხოლოდ ერთის გადარჩენა მოხერხდა

უკრაინელი ტურისტების 15-კაციანი ჯგუფი თეთნულდის დასალაშქრად 18 ივლისს წავიდა. რთული რელიეფის ბილიკის გავლისას ჯერჯერობით უცნობი მიზეზით თოკს ორი ტურისტი მოწყდა. ორივე დაახლოებით ასი მეტრის სიღრმის ხრამში ჩავარდა, მალევე 112-ში დარეკეს. ადგილზე ვერტმფრენი და მაშველები 1 საათში მივიდნენ. პირველი შემოფრენის დროს ერთი დაშავებული აიყვანეს, მეორის გამოსაყვანად კი ჯგუფს დაპირდნენ, რომ დაბრუნდებოდნენ. გადარჩენილი უკრაინელი ტურისტი ამბობს, რომ […]

მარნეულში 65 წლის კაცი მწერის ნაკბენისგან გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის მცხოვრები 65-წლამდე ასაკის მამაკაცი, სავარაუდოდ, მწერის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ანაერობული ინფექციით გარდაიცვალა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელედება და ორგანიზმში მხოლოდ მწერის მიერ ადამიანის დაკბენის ან კანის ზედაპირის გაკაწვრის შედეგად ხვდება. ,,ოფიციალურად, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ […]

იგოეთთან სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს უკნიდან შეეჯახა – 1 ქალი დაიღუპა

იგოეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს უკნიდან შეეჯახა. შედეგად, სამარშრუტო ტაქსში მყოფი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა, რომელიც კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც […]

ბორჯომთან კია სატვირთოს შეეჯახა – 26 წლის ბიჭი დაიღუპა

ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის KIA-ს მარკის ავტომობილს მართავდა, მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და სატვირთოს შეეჯახა. გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დიდი დიღმის მიმდებარე ფერდობს ცეცხლი უკიდია – დამწვარია 3 ათასი კვადრატული მეტრი

დიდი დიღმის მიმდებარე ფერდობს ცეცხლი უკიდია. ადგილზე ორი სახანძრო მანქანა მუშაობს. ბუჩქნარი დაახლოებით 3 ათას კვადრატულ მეტრზე იწვის. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, ფართობი. ცეცხლი ამ დროისთვის, უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შეკვეთილში ზღვაში 7 წლის გიორგი ბერიძე დაიხრჩო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მცხოვრები 7 წლის გიორგი ბერიძე უბედური შემთხვევის შედეგად ზღვაში გუშინ წინ დაიხრჩო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბავშვის დაღუპვის მიზეზი შეკვეთილი-დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ ზღვის სანაპიროს მონაკვეთზე, მაშველების არყოფნა გახდა. ერთ ერთი ადგილობრივის თქმით, გვიან მოსულმა მაშველებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ბავშვი კი დაიღუპა. ბერიძეს დღეს, მშობლიურ სოფელ მთისპირში დაკრძალავენ.

ავარია თბილისში – დაიღუპა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – მომხდარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი. შემთხვევა დღეს გამთენიისას, მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის ავტომობილს „მერსედესის“ მარკის სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავარიის გამომწვევი მიზეზი სავარუდოდ ის გახდა, რომ სამარშუტო ტაქსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ნიუპოსტი