კატეგორია: შემთხვევა

ხანძარი ჯაფარიძის ქუჩაზე

ხანძარი ჯაფარიძის ქუჩაზე

ჯაფარიძი ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 100 კვადტარულ მეტრ ფართობს მოედო. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო სამსახური იმყოფება. როგორც სააგენტოდან “პირველ რადიოს” განუცხადეს, ტერიტორია მჭიდროდ დასახლებულია და არსებობდა ხანძრის გავრცელების საშიშროებაც. მათივე ინფორმაციით, მცირე დამწვრობა მიიღო ერთმა მამაკაცმა, ხოლო ორი ადამიანი კვამლით მოიწამლა. თუმცა მათი ჰოსპიტალიზაცია […]

რუსთავში მერსედესი ამობრუნდა – 1 ადამიანი დაიღუპა

რუსთავში მერსედესი ამობრუნდა - 1 ადამიანი დაიღუპა

რუსთავში ავტომაგისტრალზე “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის […]

ავარიას აშშ-ს საელჩოსთან გენერალ ლევან გვაზავას ვაჟი, ლუკა, ემსხვერპლა – ბაიკერი 2 მანქანას შორის მოხვდა

ავარიას აშშ-ს საელჩოსთან გენერალ ლევან გვაზავას ვაჟი, ლუკა, ემსხვერპლა - ბაიკერი 2 მანქანას შორის მოხვდა

თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა. მოტოციკლი და ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ს მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მოგვიანებით ნიუპოსტისთვის ცნობილი […]

”როცა აფრენა დაიწყო, მოხდა საშინელი ბიძგი და ძირს დავეხეთქეთ” – ქუთაისი-დორტმუნდის თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა – ვიდეო

”როცა აფრენა დაიწყო, მოხდა საშინელი ბიძგი და ძირს დავეხეთქეთ” - ქუთაისი-დორტმუნდის თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა - ვიდეო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დორტმუნდის მიმართულებით მოძრავი “ვიზეარის” თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. როგორც “პალიტრანიუსს” ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, არსებობს ინფორმაცია, რომ თვითმფრინავს მუხრუჭის პრობლემები შეექმნა. “ვიზეარის” თვითმფრინავით დორტმუნდის მიმართულებით უნდა გავფრენილიყავით. აფრენამდე 5 წუთით ადრე მფრინავმა გამოაცხადა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო რეისის შესასრულებლად, თუმცა აფრენიდან მალევე უკან დავეშვით. როგორც ამბობენ, თვითმფრინავს შეექმნა მუხრუჭის პრობლემები. არ ვიცით, ეს ინფორმაცია […]

”ფრესკას” მოცეკვავე ორი 12 წლის ბიჭი ხაშურთან საგუბარში დაიხრჩო

”ფრესკას” მოცეკვავე ორი 12 წლის ბიჭი ხაშურთან საგუბარში დაიხრჩო

ხაშურთან, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როდესაც მოქალაქემ საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა. სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. ორი 12 წლის ბიჭი ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფრესკას“ მოცეკვავეები არიან. ამის შესახებ “ნიუპოსტის” კორესპოდენტს გარდაცვილილის ახლობლებმა […]

მაშველებმა მტკვარში, წითელ ხიდთან, 28 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს – მამაკაცი 25 ივნისს დაიკარგა

მაშველებმა მტკვარში, წითელ ხიდთან, 28 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს - მამაკაცი 25 ივნისს დაიკარგა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში მამაკაცის გვამი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია, რომელიც მტკვარში ბანაობისას 25 ივნისს გაუჩინარდა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 7 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე  მუხლითაა აღძრული, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

13 წლის ბავშვი პედაგოგს გაეპარა – ურეკში ტრაგედიის ახალი დეტალები

13 წლის ბავშვი პედაგოგს გაეპარა - ურეკში ტრაგედიის ახალი დეტალები

ურეკში გარდაცვლილი ბავშვის მშობლები ადასტურებენ, რომ 13 წლის მოზარდი პედაგოგის აკრძალვას არ დაემორჩილა და მეგობრებთან ერთად დილით ადრე ზღვაზე გაიპარა. წყალში 3 მოზარდი შევიდა, თუმცა მაშველებმა მათგან მხოლოდ ორის გადარჩენა შეძლეს. სამივე მოზარდი ანსამბლს „ლაშქრულის“ წევრია.  ანსამბლი კახეთიდან გასტროლებზე იმყოფებოდა. „ლაშქრულის“ წევრები ურეკში გამთენიისას ჩამოვიდა და მოზარდები სხვადასხვა ნომრებში გადანაწილდნენ. „ყველა ბავშვმა იცოდა, რომ ხელმძღვანელის […]

ავარია ოზურგეთში – მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც გოგონა მართავდა, შეჯახების შედეგად ამოტრიალდა

ავარია ოზურგეთში - მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც გოგონა მართავდა, შეჯახების შედეგად ამოტრიალდა

დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ორი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ,,ნიუპოსტის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ძლიერი დარტყმის შედეგად, შავი ფერის ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდა გოგონა იმყოფებოდა, ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

გომბორზე მიკროავტობუსი ამობრუნდა – დაშავდა 20 ბელორუსი ტურისტი

გომბორზე მიკროავტობუსი ამობრუნდა - დაშავდა 20 ბელორუსი ტურისტი

ავტოავარია მოხდა გომბორის უღელტეხილზე, სადაც მიკროავტრობუსი, რომელსაც ბელორუსი ტურისტები თბილისიდან თელავის მიმართულებით გადაჰყავდა, ამობრუნდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ განაცხადა, ამ დროისთვის 20-მდე ტურისტი თელავში ორ საავადმყოფოშია გადანაწილებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. „არც ერთი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არიან ბელორუსიის მოქალაქეები და კახეთის დასათვალიერებლად მოდიოდნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა […]

კახეთიდან ურეკში გასტროლებზე ჩასული 13 წლის მოცეკვავე თორნიკე პატრიასოვი ზღვაში დაიხრჩო

სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

ურეკში ზღვაში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მოზარდი სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბისხევიდან ურეკში გასტროლებზე იყო ჩასული. თორნიკე პატრიასოვი ხალხური ცეკვის ანსამბლ ,,ლაშქრულის” მოცეკვავე იყო. ანსამბლის სხვა წევრების თქმით, მოზარდი აღელვებულ ზღვაში ჩავიდა. მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდის ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული […]