კატეგორია: შემთხვევა

თბილისში ფეიქრების ქუჩაზე მანქანამ კაცი მოკლა

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფეიქრების ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა შუახნის მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შს სამინისტროში „რუსთავი2“-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მაშველებმა მტკვრიდან 16 წლის გოგო ამოიყვანეს

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, გალფის გასამართ სადგურთან, მაშველებმა მტკვრის დინების მიერ გატაცებული გოგო გადაარჩინეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შესული შეტყობინებისთანავე სამაშველო ჯგუფი ადგილზე გავიდა. სამაშველო განყოფილების მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს 16 წლის გოგო. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. გოგოს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დიანიუსი

ბარათაშვილის აღმართზე ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და რიყის პარკში გადავარდა

თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე, „ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯებირი გაარღვია და რიყის პარკში გადავარდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. ნიუპოსტი

ავარია ბორჯომში – დაიღუპა 27 წლის კაცი

მსხვერპლით დასრულა ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ბეტონის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა. ავტომობილის მძღოლი, 27 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რუსთავში ავტომობილი ხეეს შეეჯახა – გარდაცვლილია 50 წლის მამაკაცი

რუსთავში, გზირიშვილის ქუჩაზე 50 წლის მამაკაცი მსუბუქი ავტომობილის მართვისას შეუძლოდ გახდა, ხეეს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, შეჯახება მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარების გაურესებამ გამოწვია და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის […]

დედოფლისწყაროში 13 მაისს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული გოგონა გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში 13 მაისს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გოგო საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც ქვეითად მოსიარული ახალგაზრდა გოგო მძიმედ დაშავდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

ავარია თელავში – დაიღუპა 70 წლის კაცი

მსხვერპლით დასრულდა გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარია. სოფელ ფშაველში, საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 70 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ავარიის დროს დაშავებულ ერთ პირს სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე ჩაუტარდა. ნიუპოსტი

სამეგრელოში მანქანა აფეთქდა – მძღოლი დაიღუპა, მგზავრი კლინიკაში გადაიყვანეს

სამეგრელოში “ოპელის” მარკის ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევა რუხის ციხესთან  მოხდა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, ადგილზე დაიღუპა ავტომობილის მძღოლი – 45 წლამდე მამაკაცი. ხოლო მისი მგზავრი კლინიკაშია გადაყვანილი. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მათთან შემოიყვანეს მამაკაცი, რომელსაც სხეულის ზედაპირის 20%-ის დამწვრობა აღენიშნება. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განმარტებით, დამწვრობა მესამე ხარისხისაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ მსუბუქი […]

მაშველები მტკვარში მოქალაქეს ეძებენ

მდინარე მტკვარში მაშველები სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. არსებული ინფორმაციით, მაშველები მტკვარში სავარაუდოდ, ერთ-ერთ პირს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ერთ-ერთმა მოქალაქემ დარეკა და შეატყობინა, რომ მტკვარში ადამიანი გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინების საფუძველზე მაშველები მტკვარში სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. ინტერპრესნიუსი

თბილისში, ხანძარს მამაკაცი ემსახვერპლა – ადგილზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარს 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა უწყების ინფორმაციით, კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო ორმა ქალბატონმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა. დაშავებულები გადაყვანილები არიან სტაციონარში სადარბაზოში დიდი დაკვამლიანების გამო განხორციელდა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია. ხანძრის შედეგად დაიწვა 60-70 კვ.მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.