მსხვერპლით დასრულა ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ბეტონის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა. ავტომობილის მძღოლი, 27 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კატეგორია: შემთხვევა
რუსთავში ავტომობილი ხეეს შეეჯახა – გარდაცვლილია 50 წლის მამაკაცი
რუსთავში, გზირიშვილის ქუჩაზე 50 წლის მამაკაცი მსუბუქი ავტომობილის მართვისას შეუძლოდ გახდა, ხეეს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, შეჯახება მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარების გაურესებამ გამოწვია და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის […]
დედოფლისწყაროში 13 მაისს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული გოგონა გარდაიცვალა
ავარია თელავში – დაიღუპა 70 წლის კაცი
მსხვერპლით დასრულდა გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარია. სოფელ ფშაველში, საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 70 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ავარიის დროს დაშავებულ ერთ პირს სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე ჩაუტარდა. ნიუპოსტი
სამეგრელოში მანქანა აფეთქდა – მძღოლი დაიღუპა, მგზავრი კლინიკაში გადაიყვანეს
სამეგრელოში “ოპელის” მარკის ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევა რუხის ციხესთან მოხდა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, ადგილზე დაიღუპა ავტომობილის მძღოლი – 45 წლამდე მამაკაცი. ხოლო მისი მგზავრი კლინიკაშია გადაყვანილი. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მათთან შემოიყვანეს მამაკაცი, რომელსაც სხეულის ზედაპირის 20%-ის დამწვრობა აღენიშნება. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განმარტებით, დამწვრობა მესამე ხარისხისაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ მსუბუქი […]
მაშველები მტკვარში მოქალაქეს ეძებენ
მდინარე მტკვარში მაშველები სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. არსებული ინფორმაციით, მაშველები მტკვარში სავარაუდოდ, ერთ-ერთ პირს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ერთ-ერთმა მოქალაქემ დარეკა და შეატყობინა, რომ მტკვარში ადამიანი გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინების საფუძველზე მაშველები მტკვარში სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. ინტერპრესნიუსი
თბილისში, ხანძარს მამაკაცი ემსახვერპლა – ადგილზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა
თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარს 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა უწყების ინფორმაციით, კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო ორმა ქალბატონმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა. დაშავებულები გადაყვანილები არიან სტაციონარში სადარბაზოში დიდი დაკვამლიანების გამო განხორციელდა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია. ხანძრის შედეგად დაიწვა 60-70 კვ.მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
”კროტი” ტკბილეულის ნაცვლად – რატომ მოიწამლა ფოთში 2 ბავშვი
ფოთში საყოფაცხოვრებო ქიმიით მოწამლული ორი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვებს დამწვარი აქვთ შინაგანი ორგანოები. ორივე არასრულწლოვანმა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ, კანალიზაციის გამწმენდი ქიმიური საშუალება მაღაზიაში, როგორ ტკბილეული, ისე იყიდა და მიიღო. ორივე დაშავებული იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. გამოძიება ადგენს, როგორ მოხვდა მათ ხელში საშიში ქიმიური ნივთიერება. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, იაშვილის კლინიკის თანამშრომლები საგამოძიებო სამსახურებმა უკვე გამოკითხეს. იაშვილის ექიმის, […]
“სიმწრისგან კივილი დაიწყო…” – ფოთში 6 წლის გოგონას გამყიდველმა ტკბილეულის ნაცვლად მჟავა მისცა
ფოთში 6 წლის გოგონამ ტკბილეულის ნაცვლად, მილების გასაწმენდი, ქიმიური ნივთიერება “კროტი” მიიღო. პატარა გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მას პირის ღრუს მძიმე დაზიანება აქვს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბებიამ შვილიშვილისთვის კანფეტის ნაცვლად, ეს ნივთიერება სახლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა. სავარაუდოდ, გამყიდველს შეფუთვა შეეშალა. – კივილი დაიწყო სიმწრისგან, ესაა მჟავა მილების გასაწმენდად, ბებიას შეეშალა თუ მაღაზიის გამიდველს. […]








