მაშველები მტკვარში მოქალაქეს ეძებენ

მაშველები მტკვარში მოქალაქეს ეძებენმდინარე მტკვარში მაშველები სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. არსებული ინფორმაციით, მაშველები მტკვარში სავარაუდოდ, ერთ-ერთ პირს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ერთ-ერთმა მოქალაქემ დარეკა და შეატყობინა, რომ მტკვარში ადამიანი გადავარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინების საფუძველზე მაშველები მტკვარში სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.

ინტერპრესნიუსი