კატეგორია: შემთხვევა

წყნეთში ავტობუსი მანქანას დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყნეთი-თბილისის გზაზე, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თელავში მანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, მერე – ბავშვს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ბმვ-ს მარკის ავტომანქანა, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ კი მეხუთე კლასის მოსწავლეს. 60 წლამდე ქალი და ბავშვები გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 11 წლის ბავშვს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის […]

ავარიაში დაშავებულ ქალს გული არჩილ მარშანიამ აუმუშავა

ავარიაში დაშავებულ ქალს გული არჩილ მარშანიამ აუმუშავა

შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ქალს, რომლის გვერდითაც შემთხვევით ცნობილი ექიმი, არჩილ მარშანია აღმოჩნდა, მან გული აუმუშავა. ამ შემთხვევის შესახებ სოფიო ლაზარია წერს და ადგილიდან ფოტოებსაც აქვეყნებს: „როგორ უნდა გაგიმართლოს და მძიმე ავარიის დროს ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი და ადამიანი აღმოჩნდეს შენ გვერდით, გაჩერებულ გულს გიმუშავებდეს და სამშვიდობოს გადასცემდეს შენს თავს სასწრაფო ბრიგადას… შარტავას […]

მგზავრი მანქანაში დაიწვა – ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, BMW- ს მარკის ჯიპი განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანაში ერთი პირი დაიწვა, მეორე კი მანქანიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმყოფება.

ავარია ქობულეთში – 2 ადამიანი დაიღუპა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საპირისპირო მხარეს მოძრავ ტრაილერს შეეჯახა. მომხდარის შედეგად მსუბუქი ავტომობილი მძღოლი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

„მანქანისკენ წავიდა და შეუვარდა“ – კასპში 80 წლის ქალი ავარიით დაიღუპა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურის მანქანა 80 წელს გადაცილებულ ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. „ალბათ შეუძლოდ გახდა, უფრო მანქანისკენ წავიდა და შეუვარდა. ძალიან ნელა მოძრაობდა ავტომობილი, რასაც ვუყურებდით, მძღოლის ბრალი არ იყო”, – ამბობს თვითმხილველი.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყეს.

გორის სოფელ მარანაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გორის სოფელ მარანაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

 ხანძარი იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში. ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მთლიანად დაიწვა ბინა, რომელშიც მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბუნებრივი აირის სისტემიდან გაჩნდა. მიმდინარეობს გამოძიება. ოჯახი დახმარებას ითხოვს. ტვ მონიტორინგისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩიხლაძეების ოჯახის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაიწვა ბინაში შენახული ფულიც. ასევე მობილური ტელეფონები და სხვა პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები. ქართლი.გე

კასპში დასუფთავების მანქანამ 83 წლის ქალი მოკლა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

კასპში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 83 წლის ქალი გარდაიცვალა. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურის მანქანა გზაზე მიმავალ ქალს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 83 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. იპნ

ვაზისუბანში ხანძარში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა

ვაზისუბანში ხანძარში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა

ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხანძარს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.